пятница, 26 сентября 2025 г.

უკვე ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ადამიანი არ დამიკარგავს

 1. ბედნიერების მარცვლებს ადამიანი ყოველდღე აგროვებს და ერთ დღესაც როდესაც ეს მარცვლები შენ შიგნით  რაღაც ფორმას მიიღებენს და რაღაც  სხვისთვის  შეუმჩნეველი სასიხარულო რამ მოხდება, ის გრნობა მოდის , რომელსაც სახელსაც ვერ არქმევ. არადა სწორედ ეს არის ბედნიერება, შინაგანი მზაობისა და გარემო პირობის თანხვედრა. . თითოეული მათგანი ერთი და იგივე პროცესებს გადის: სიცარიელე, ავსება და ავსებულში ლივლივი. მერე კი ისევ  ნამსხვრევების ძებნას უნდა შეუდგე....  

ბედნიერების მარცვლები

  ბედნიერების მარცვლებს ადამიანი ყოველდღე აგროვებს და ერთ დღესაც როდესაც   ეს მარცვლები შენ შიგნით  რაღაც ფორმას მიიღებენს და რაღაც  სხვისთვის შეუმჩნეველი სასიხარულო რამ მოხდება, ის გრნობა მოდის , რომელსაც სახელსაც ვერ არქმევ. არადა სწორედ ეს არის ბედნიერება, შინაგანი მზაობისა და გარემო პირობის

გზაზე

 გზაზე სუნთქვა გავირუსდა,

ჩამიარა ქარმა ღელვის,
განა ბევრი რამე მსურდა,
Მხოლოდ პოვნა ყავარჯენის.
Მოწყდა ღრუბელს წვეთი დარდის,
მოიტეხა მკლავი რცხილამ,
და იმ დღიდან ერთად დადის,
ხე და კაცი, მზე და წვიმა.
გ. ლეკვეიშვილი

როდესაც ...

  როდესაც ინდოელ მილიარდერ რატან ტატას სატელეფონო ინტერვიუში რადიო წამყვანმა კითხა:ბატონო, რა გახსენდებათ ისეთი, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყავით?

რატან ტატამ უპასუხა :

понедельник, 30 сентября 2024 г.

კვლევა

 

            

ახალმა კვლევამ ცხადად აჩვენა,ინელექტუალური შეზღუდვის  მქონე ადამიანების მიერ ვირტუალურმა რეალობის   ხელსაწყოების  გამოყენებამ    როგორ შეიძლება დააჩქაროს ყოველდღიური ყოფითი საქმეების შესრულება.

კვლევა ჟურნალ Journal of Intellectual Disability Research გამოქვენდა და მასში ჩართულები იყვნენ სამხეთ ავსტრალიის, სამხეთ უელსისა და სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევარები. კვლევაში მონაწილე 36 ადამიანი  საყოფაცხოვრებო, ბაღისა და საკვები ნარჩენების დაბინავებას სწავლობდა. ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, ერთი ნაწილი სწავლსთვის  ვირტუალური რეალობის სხვადასხვა  ხელსაწყოს იყენებდა, მეორე  კი მხოლოდ პლანშეტების იმედად იყო.  საბოლოოდ იმ ჯგუფმა, რომელიც სხვადასხვა  ხელსაწყოს იყენებდა, მნიშველოვნად უკეთესი შედეგი აჩვენა, მეტიც ისინი ამ პროცესით მიღებულ  სიამოვნებასაც კი აღნიშნავდენ. მხოლოდ ერთ მათგანს ქონდა უკუჩვენება-მსუბუქი თავბრუსხვევა და ამანაც მალევე გაიარა.

ავტორები პრეს-რელიზში აღნიშნავდნენ, რომ სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ვირტუალურ რეალობაში ასეთმა ჩაძირვამ შეიძლება ძირითადი ცნებების უფრო სწრაფი სწავლა და მათი დიდხანს დამახსოვრება გამოიწვიოს. ეს ადამიანები ხომ ვიზუალური სწავლებისკენ არიან მიდრეკილნი.

„კვლევა აჩვენებს, რომ  როგორც ჩანს „სწავლა კეთებით“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ექსპერიმენტული სწავლება, პასიური სწავლის მეთოდებთან შედარებით , ამ ჯგუფისთვის უფრო ეფექტურია  - თქვა სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ტობიას ლეტჩერმა, რომლის ექსპერტიზის სფეროა კოგნიტური ფუნქცია დასწავლის პრობლემების მქონე ადამიანებში.

понедельник, 18 марта 2024 г.

ისევ დასაქმება

 

შედეგი, რომელიც შშმ ადამიანებს  დამსაქმებლებისთვის მოაქვთ,მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია.- მაღალი მოგება და გაზრდილი წარმოება, დადებითი  და ყველასათვის   ხელსაყრელი გარემო. ცოტა ხნის წინ, კომპანია  Accenture-ში   „შშმ ადამიანთა ინტეგრაციის იმპერატიულობის“ მიერ ჩატარებული კვლევის  მიხედვით, იმ კომპანიებს, რომლებიც შშმ ადამიანთა ჩართულობის მხრივ ლიდერობდნენ , შემოსავლები  1,6%  გაეზარდათ, პირდაპირმა მოგებამ კი 2,6% შეადგინა, რაც ნამატის გაორმაგებაზე მეტყველებს.

კვლევითმა ორგანიზაციის მიერ თანამშრომელთა  პროდუქტიულობის გაზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ „მებრძოლი“ შშმ ადამიანების  პროდუქტიულობა 25%- ით აჭარბებს კოლეგებისას.უამრავია მათ საქმიანობაზე პოზიტიური გამოხმაურებებიც.

დღეს ყველა დიდი კომპანია შშმ ადამიანების დასაქმებაში დიდ უპირატესობებს ხედავს. კომპანიები უკვე ნათლად ხედავენ მათ შრომისოყვარეობასა და ნიჭს, ამჩნევენ საქმეში ჩართულობის ხარისხს. ყოველივე ამის გათვალისწინებით,შშმ ადამიანების დასაქმებისთვს  კიდევ  უფრო მეტ ხერხს და საშუალებებს ეძებენ, ამით კი კადრების გადინების თავიდან აცილებას, პროდუქტიულობის გაზრდას და ახალი ლიდერების აღმოჩენას უწყობენ ხელს.  

 ადამიანებს გართულებული დაავადების ან სერიოზული ტრავმის გამო უწევთ სამსახურის დატოვება. მართალია, ამ დროს განმავლობაში ისინი  კონპენსაციასაც იღებენ და სოლიდურ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტსაც ფლობდნენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათ სამსახურში უნდათ დაბრუნება.

 ამ დროს  ამერიკული კანონმდებლობის  მიხედვით სოციალური პროგრამის -„სამსახურის ბილეთი“ ფარგლებში, ამ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაიარონ გამოსაცდელი პერიოდი, რომლის დროსაც  შეღავათებიცა და სადაზღვეო პაკეტიც უნარჩუნდებათ. ამის საშუალებას მათ ყოველგვარი გადასახადის გარეშე,  დასაქმების ქსელი აძლევს. ამავე პროცესში ჩართულები არიან სოციალური დაცვის შესაბამისი სამსახური და პროფესიული რაბილიტაციის სახელმწიფო სააგენტოც.   EN и SVR დასასაქმებელ ადამიანებს სპეციალურ მომზადებას, კაუჩუნგს? და  სხვა იმ სერვისებს სთავაზობთ, რომელიც მომავალში მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. ამის შესახებ დამსაქმებლებმა შეიძლება არც კი იცოდნენ. ამგვარი ინფორმაციით კი ისინი გარკვეულ უპირატესობებსაც შეიძენენ-  თანამედროვე გამოცდილი უნარების მქონე,  შრომის ეთიკის მცოდნე და საქმისადმი თავდადებულ კადრი.  ეს კი ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ დამსაქმებელს საკვანძო პოზიციების შევსებაში დაგეხმარება.

 

შშმ ადამიანთა დასაქმების ინსტრუმენტები

 შეზღუდული შესაძლებლობების გამო იძულებითი შვებულებიდან დაბრუნებული ადამიანების აყვანით კომპანიები დიდ მოგებას ნახულობენ.  ცოდნითა და გარკვეული ორგანიზებით მათი პოტენციალის გამოყენება კიდევ უფრო მეტ დამსაქმებელ შეუძლია. Accenture-ის პროგრამა დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს „გააფართოვოს მისაწვდომობის არეალი , ხელს უწყობდეს ცნობიერების ამაღლებას, ადვოკატირებას,  საკუთარი ქმედებების ინტეგრირებაზე და ანგარიშვალდებულებაზე მუდმივ ზრუნავას“. ეს  მშვენიერი დასაწყისია. დამსაქმებლები, რომლებიც ასეთ მიდგომებს, თუნდაც შეცვლილი სახით  გამოიყენებენ, დიდი ალბათობით წარმატებით გაართმევენ თავს შშმ ადამიანთა დასაქმებასა და  სამუშაო ადგილზე მათ შენარჩუნებას.

 ცნობილია, დამსაქმებელს ამ ადამიანთა ჩართულობის ინიციატივისთვის   დამატებით ინსტუმენტები და რესურსები სჭირდება. აი, ისიც:

მნიშვნელოვანია დამსაქმებელმა  ამომწურავად გაიგოს „კანონი ამერიკელი შშმა შესახებ“, რომელიც კრძალავს ამ ადამიანთა დისკრიმინაციას. „სამუშაო ადგილის უზრუნველყოფის” ქსელი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს  გაითავისოს და ადგილზე გაატაროს დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონები.

შემდეგი რეკომენდაცია-   დამსაქმებელმა დასახმარებლად უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმართელობებს ან საგანმანათლებლო ორგანიზაციებს რათა იპოვოს და დაასაქმოს კვალიფიკაციის მქონე შშმ  ადამიანები. დამსაქმებელთა დახმარებისა და რესურსების ქსელი, შშმ ადამიანთა ინტეგრაციზე მომუშავე ჯგუფი (EARN)  დამსაქმებლებს ასწავლიან როგორ დაიქირავოს, სამუშაოსთვის მოამზადოს და ადგილზე შეინარჩუნოს  ადამიანი. რესურსია შშმ საკითხებზე მომუშავდე ორგანიზაციებშიც.

 იყავით მზად ადამიანებისთვის გონივრული პირობების შესათაავაზებლად. 

დასაქმების საიტებზე----------- განცხადების განთავსება ან 500$ ნაკლები ღირს  ან საერთოდ უფასოა. ლავირების საგანი შეიძლება იყოს მოქნილი ან ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი,სპეციალური მოწყობილობები, ავეჯი ან პროგრამული უზრუნველყოფა.

დამსაქმებელს შეუძლია გამოიყენოს ის სახელმწიფო პროგრამები, რომლიც სამუშაო ადგილის ადაპტირებასა და გაუმჯობესებისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ესენია: „დასქმების შესაძლებლობისთვის საგადასახადო კრედიტი“WOTC) ან საგადასახადო კრედიტი შშმ ადამიანებისთვის.

დამსაქმებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხარს უჭერდეს იმ სამუშაო კულტურას, რომელიც თან ახლავს ინკლუზიის განგრძობადობას.მოქმედებები სიტყვებზე მეტად ფასობს. შესთავაზეთ თანამშრომლებს ინკლუზიური ენის შესწავლა, მხარი დაუჭირეთ ურთიეთგაგებისა და თანამშრომლობის ინიციატივებს.  ამით სარგებელს ყველა თანამშრომელი ნახავს.

  მსოფლიოში ბევრგან უკვე ხვდებიან სამუშაო ადგილზე შშმ ადამიანის მნიშვნელობას,აქედან გამომდინარე, უფრო მეტ მსხვილ კომანიას შეუძლია შშმ ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი გახდეს. ეს თანამშრომელებს სასიკეთოდ წაადგებათ.[N1] 


 [N1]

вторник, 13 февраля 2024 г.

forbes

 Но еще одна концепция, о которой стоит помнить, — это «саморассказывающие экспонаты зоопарка» — фраза, придуманная активистом-аутистом Джимом Синклером . Пожалуйста, не относитесь к нам как к диковинкам и не настаивайте на том, чтобы мы поделились с вами своим опытом, даже если цель состоит в том, чтобы вы стали более терпимыми и уважительными к людям с ограниченными возможностями.


вторник, 23 января 2024 г.

ზაქარია

 არ ვიცი სახელმა განაპირობა მისი ხასიათი თუ ხასიათმა სახელი სოფელში ყველა შაქროს ეძახდა. მისი კახური ხასიათებიდან მხოლოდ სიდინჯე და იუმორი მახსოვს. ცოლი კი....

ბებოს ლოგინში ჩაწოლა მამასაც კი აღარ ახსოვდა... ჩაწვა და ვეღარ ადგა. პაპა ცდილობდა ქალი მაინც აქტიურად ჩაერთო ოჯახის საქმეებში. საწოლთან მოუდგამდა ცხელი თათარით სავსე ქვაბს, მოტუანდა ძაფზე ასხმულ ნიგოზს და გვერდით მიუჯდებოდა. თვლიდა, რომ ჩურჩხელები სწორედ მას უნდა ამოევლო ( ჩამოწვეთილებით დამწვარ თითებს რამის მთელი თვე ვიშუშებდი:)))) კემსავდა, კერავდა. ჩემთვის მოსაყოლი ზღაპარიც მისი მოსაფიქრებელი იყო. პირველი პაპასმიერი ადაპტირებული ტუალეტიც ჩვენ გვქონდა.
-"მამა პაპას ტასო ბებოს დროს სხვა ქალი არ ყოლია?-ვკითხე უკვე ჩაწოლილ მამას.
-აბა რას ამბობ გოგო"- იმხელა ხმით მითხრა მამამ, რომ მივხვდი ოთახიდან უხმოდ უნდა გავსულიყავი!!

понедельник, 30 октября 2023 г.

თემა განსჯისთვის

 

განსხვავებულობა, სამართლიანობა და ინკლუზიურობა, ის თემებია, რომელიც მსხვილი ორგანიზაციების სტატეგიულ გეგმებში  პრიორირტეტად გვხდება. ამასთავე ეს  იმაზე მეტია რასაც სქესისა და ეთნიკური განსხვავებულობა მოიაზრებს. ინკლუზიური სამუშაო გარემო იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზაცია შშმ ადამიანების მიმართ სტუმარმოყვრეა და  კარგადაც ერგება მათ საჭიროებებს.

 

 უნდა აღინიშნოს რომ, მართალია საზოგადოებრივი აზრი  ხელს უშლის ორგანიზაციებს შშმ ადამიანების დასაქმებაში, მაგრამ არსებობს ერთი მიზეზი, რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული საწარმოები სარწმუნოდ ჩათვლიან:  მოგების გაუმჯობესება. კომპანიები, რომელთაც შშმ ადამიანები სამსახუში აყავთ,  უპირატესობებს თავიდანვე იღებენ, ყველაფერი იწყება სპეციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებით, თანამშრომლებისთვის ახალი შესაძლებლობებით მიცემით და გაზრდილი კონკურენტუნარიანობით. თუკი თქვენ კადრების შევსებას აპირებთ. გადახედეთ ამ სამ პუნქტს და გაითვალისწინეთ თქვენი ბიზნესის  კონკურენტუნარიანობის ზრდის შანსი.

 

    გაძლიერებული გუნდის წევრებისგან  კარგად შესრულებულ სამუშაოს მიიღებთ.

 თანამშრომელთა ნაყოფიერების მთავარი გასაღები სამუშაოთი კმაყოფილებაა. კმაყოფილება  კი იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანის განათლების შესაბამისი სამუშაო. შესაფერისი სამუშაო თავის თავში მოიცავს   ბუნებრივობას, უნიკალური აზროვნების  უპირატესობას და სამყაროს მიერ ადამიანის მიღებას.

შშმ ადამიანები  იმ ლანდშაპტში ორიენტაციას სწავლობენ, რომელიც ხშირად მათ საჭიროებებს არც კი ითვალისწინებს.სწორედ ასეთი ადაპტაციის უნარი აძლევთ მათ საშუალებას, უკეთ დააკმაყოფილონ ბიზნესის მოთხოვნილებები. მაგ. კომპანია Harvard Business Review  აცხადებს, რომ მათ კლიენტთა    მხარდამჭერად  დასაქმებული ჰყავთ შშმ ადამიანები და მათ საუკეთესოდ გამოსდით აღშფოთებული კლენტების დაწყნარება.  CS.-ს გამოცდილ აგენტებთან შედარებით, მათ უფრო ზუსტი ალღო აქვთ  უფრო უკეთ გადაჭრან მათი პრობლემები, რაც თავისთავად გულისხმობს კლიენტთა კმაყოფილების უფრო მაღალ დონეს.

ემპათიისა და ადაპტაციის უნარის გარდა აღსანიშნავია  სხვა უნარებიც. მაგ. უსინათლო ან მცირედმხედველი ადამიანი კარგად ირგებს როლს, როდესაც გასარკვევი და ამოსაცნობია ადამიანების გრძნობები.თუ საქმე ეხება გამოსახულების ამოცნობასა და დეტალებზე ორიენტაციას აუტიზმის მქონე ადამიანები აშკარად   სხვებს ჯობნიან,. კობერუსაფრთხოებისა და პროგრამის ტესტირების უზრუნველყოფაზე კი საჭიროა ისეთი ადამიანები,  რომლებსაც სიფხიზლე არასოდეს ღალატობთ.

 შეგიძლიათ გააუმჯობესოთ საკუთარი ორგანიზაციული კულტურა და გაზარდოთ მოგება.

კორპორაციული კულტურა შეიძლება ბუნდოვანი ცნებაა,  მხოლოდ ბიზნეს- ლიდერება იციან მისი მნიშვნელობა და   კარგადაც ესმით  მაღალი შედეგებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს,

HBR   გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს. შშმ ადამიანების სამსახურში აყვანა კორპორაციული კულტურის სამ ძირითად ასპექტს აუმჯობესებს: თანამშრომლობას, მოტივაციას და თანამშრომელთა ადგილზე მიმაგრებას.

  ცნობილია, კომპანიაში თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,მაგრამ ამის მიღწევა ადვილი არ არის,რადგან ჯანმრთელი თანამშრომლობა ადამიანებისგან  საკუთარი ეგოს კონტროლს მოითხოვს. ეს კი გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასაც  გულისხმობს. შემჩნეულია, შშმ თანამშრომლები ამ ორივე ასპექტს  საგრძნობლად ახალისებენ. პერიოდულად,  დახმარებისთვის მათ დამატებით მხარდაჭერა  სჭირდებათ. ხშირად თხოვნა კი დახმარებას უფრო მისაღებს ხდის.  მთლიანობაში კი ეს ხელს უწყობს თანამშრომლობისთვის უფრო დახურული და დაცული გარემოს ჩამოყალიბებას.

როდესაც ჯერი მოტივაციაზე მიდგება, წინა მხარეს იწევს  არა შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ პიროვნებების  ძლიერი მხარეები. სანამ ადამიანებს არ ეყოლებათ შშმ თანამშრომლები, ისინი ვერც კი გაიაზრებენ მათ რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ .  დანახავა იმისა,  მათი კოლეგები სირთულეების მიუხედავად მაინც წარმატებებს  აღწევენ ტიპური განვითარების მქონე ადამიანისთვის შეიძლება უკეთ მუშაობის მოტივაციაც კი გახდეს.

 და ბოლოს სამუშაო ადგილზე დამაგრება. ბიზნესის ხელმძღვანელობამ კარგად უწყის რომ კადრების გადინებას მაღალი ფასი აქვს და  გუნდურობაზე უარყოფითად მოქმედებს. შეასაძლებელია ისტორიულად შშმ ადამიანების უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები ლოიალური თანამშრომლები ხდებიან მათი დასაქმებით კიდევ ერთი მოგების ნახვა შეიძლება, მათ ხანგრძლივად  თანამშრომლობის უნარი აქვთ.       

შშმ თანამშრომლები უფრო მეტი კლიენტის მოზიდვას და ლოიალობის განმტკიცებაში დაგეხმარებიან.

გუნდის მრავალფეროვნებას  ბუნებრივად მოაქვს მრავალფეროვანი შეხედულებები და  სხვადასხვანაირი გამოცდილება. ამ ყველაფერში კი შშმ თანამშრომლებს ღირებული ინფორმაციის შემოტანა შეუძლიათ. ადამიანმა, რომელიც ეტლით გადაადგილდება, შეიძლება დაგაფიქროთ რომ აქამდე თქვენს მარკეტინგულ კომპანიაში ებილიზმზე არასწორი წარმოდგენა გქონდათ. მათ შეუძლიათ ინკლუზიურობისთვის მეტი იდეები   შემოგთავაზონ.  ეს კი კომპანიას ბაზარზე უფრო მიმზიდველსა და სხვაგვარად მოთამაშეს გახდის.

მნიშვნელოვანია უბრალოდ წარმოდგენებიც. შშმ ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს წაროადგენენ. კომპანიებმა აღმოაჩინეს, განსაზღვრული ვალდებულება დაასაქმონ ეს ადამიანები,  შშმ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს კლიენტებად  მნიშვნელოვნად იზიდავს. როდესაც შშმ ადამიანი ემსახურება შშმ კლიენტს, ეს ბრენდთან კიდევ უფრო მყარ კავშირს ქმნის.

ეს ობლიგაცია  მხოლოდ  ამით არ შემოიფარგლება.ლონდონი ბიზნესს სკოლის კვლევისას ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შშმ ადამიანების დასაქმება  ბიზნესის სასიკეთოდ შეიძლება  ძლიერი არგუმენტიც გახდეს.როდესაც კლიენტები იგებენ, რომ ესა თუ ის პროდუქტი შშმ ადამიანის მიერ არის დამზადებული,  უფრო მეტად მოსწონთ. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ  მზად არიან უფრო ხშირად შიეძინონ პროდუქტი და უფრო მეტიც გადაიხადონ.

სხვადასხვანაირი მოთამაშეებისგან მაღალპროდუქტიული გუნდის შექმნა.

თუ თქვენს ბიზნესს უნიკალური საჭიროება აქვს, მაშინ  თქვენ გჭირდებათ უნიკალური გუნდი.  იმ კონკურენტული უპირატესობების გარდა, რომელსაც შშმ ადამიანები გთავაზობენ, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ კადრებისგან შექმნილ საბჭოებში.

იმისთვის მოიზიდოთ შშმ ადამიანები, განსაკუთრებული ძალისხმევა  ჩადეთ  კადრების შერჩევაში, რათა   ბიზნეს პროცესები  მათი საჭიროებებისა თუ სიამოვნების სასარგებლოდ შეცვალოთ. გამოჩნდით  მიზნობრივი რეკრუტირების ღონისძიებებზე,  დაუკავშირდით ე შშმ თემის წარმომადგენლებს დაამყარეთ კავშირები და გაუზიარეთ შესაძლებლობები.სამსახურში სხვადასხვაგვარი ტალანტების  აყვანით სრულყოფთ საქმიანობასაც და თანამშრომლების რაოდენობასაც გაზრდით. ეს თქვენი მრავალფეროვანი გუნდი კი  სანატრელ კონკურენტულ უპირატესობას აუცილებლად მოგიტანთ.

вторник, 7 февраля 2023 г.

11 თებერვალი

 

🎉 112-ის დღე
ჩვენი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ ის სამი ნომერი, რომელზეც სახანძრო, პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად ვრეკავდით. კარგად გვახსოვს იმიტომ, რომ ეს სამი ნომერი გამოკრული იყო ყველგან: სადარბაზოებში, ქუჩაში, ტრანსპორტსა და ყველანაირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სწორედ, 01, 02 და 03 -ით ვსარგებლობდით ათეული წლების განმავლობაში. ცხადია, თანამედროვე ციფრულ სამყაროში ეს მოძველებული სისტემა ვეღარ პასუხობდა მოთხოვნებს. საჭირო გახდა ისეთი გადაუდებელი დახმარების ცენტრის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით გააუმჯობესებდა დახმარების სისწრაფესა და ხარისხს. ახალ სისტემას კიდევ ერთი უპირატესობა ექნებოდა: არსებული სამი სამსახურის ერთ სისტემად გაერთიანება შეტყობინებების ერთიანი ბაზის შექმნასა და კოორდინირებული მუშაობის საშუალებას იძლეოდა. ჩემი აზრით, კიდევ ერთი უპირატესობაც მოიაზრება : ტიპიურ შემთხვევათა ერთად თავმოყრა პრევენციის გზებსაც კარგად გამოკვეთს.
საქართველოში ევროპული ყაიდის ერთიანი ნომერი „112“ 2012 წელს შეიქმნა და მიზანიც პარტნიორების მსგავსი აქვს: დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, დაიცვას კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება. ამ საქმეში კი ყველაზე ეფექტური საშუალება დროული რეაგირებაა. ამიტომ, აქ მომუშავე ადამიანებისთვის დრო მხოლოდ წამებში იზომება: წამები წყვეტს საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, შესაბამისი უწყებებისათვის მათ მიწოდებასა და დროულ დახმარებას. მათი მუშაობის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი პირობა სწორედ ამ წამების დაუფასებლობა ან უბრალოდ, არცოდნით გამოწვეული არამიზნობრივი ზარებია. ამიტომ „112“-ში მუდმივად ზრუნავენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.
საზოგადოების ცალკეულ სეგმენტს ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოსახერხებელი და გასაგები გზებით მიეწოდება. მაგალითად ბავშვებს - თამაშებით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ჟესტური ენით და სხვა.
11 თებერვალი 112-ის დღეა. ამ თარიღს ევროპის 80 -ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. ცოდვა გამხელილი სჯობს და, მეც, როგორც უმრავლესობას, ეს თარიღი ცენტრის დაარსების დღე მეგონა. სინამდვილეში კი ეს თარიღი სწორედ 112-ის შემადგენელი ციფრების მანიპულირებით შეირჩა: 11.02.0000. აღნიშნულ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებასთან კომუნიკაციას.
ეს თარიღი ყოველ წელს, თავისთავად ალაგებს ცნობადობის გაზრდისთვის ჩასატარებელ ღონისძიებებსაც. მთელი წლის მუშაობის განმავლობაში, იკვეთება ის ადგილები, სადაც „112“-ის ცნობადობის გაზრდა სასურველ შედეგთან თუნდაც ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს, ასეა წელსაც. ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ზოგი ღონისძიება ბლოგის დაწერამდე ჩატარდა, ზოგისთვის მზადება კი აქტიურ ფაზაშია. „112“-ის ოპერატორები ინტერაქტიული გაკვეთილების ჩასატარებლად რამდენიმე სკოლას თავად ეწვივნენ და ბავშვებს დეტალურად აუხსნეს როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციებში. უნივესიტეტებში კი საჯარო ლექციების ფორმა შეირჩა. ლექციები ჩატარდა თბილისისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
შარშან, 11 თებერვალს, „112“-მა საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა - მობილური აპლიკაცია. ტექნოლოგიურ შესაძლებლობები კი უსაზღვროა. ეს ახალი აპლიკაცია ნაირნაირ აპლიკაციებში რომ არ აგვებნეს კვირეულის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლები 8 თებერვალს ისთ-ფოინთში მოაწყობენ სპეციალურ საინფორმაციო კუთხეს და დაინტერესებულ ადამიანებს დეტალურად ესაუბრებიან ინოვაციური დაკავშირების არხების უპირატესობებზე. შაბათს, 9 თებერვალს კი მსგავსი კუთხე თბილისი მოლშიც მოეწყობა, 10 თებერვალს კი თბილისი გალერიაში დაგხვდებიან „112“-ის ოპერატორები..
და ბოლოს, „112“-ის ყველა თანამშრომელს გიგზავნით ,,მიზნობრივ“ მოლოცვას და, რაც შეიძლება ნაკლებ არამიზნობრივ ზარს გისურვებთ!

воскресенье, 29 января 2023 г.

112

 სკოლიდან დაბრუნებულმა მათემ სწრაფად ისადილა. დღეს ხუთშაბათი იყო და ჭადრაკზე უნდა წასულიყო. ეს თამაში ბაბუამ შეაყვარა და პირველი სვლებიც მან ასწავლა. ნიკო მასწავლებელმა კი დიდ ჭადრაკს აზიარა. დღეს საპასუხისმგებლო დღე ჰქონდა - თავისზე უფროს მეგობართან უნდა ეთამაშა. მათ შორის გამარჯვებული ოლიმპიადაში მიიღებდა მონაწილეობას.

კოსტავას ქუჩას ფეხით დაუყვა. შემთხვევით შორიდან პატარა ჩიხში თვალი მოჰკრა, რაღაც რუხ მასას. ჯერ იფიქრა ვიღაცას რაღაცა ნივთი გამოუტანია სახლიდან გადასაგდებად, მაგრამ ახლოს რომ მივიდა საშინელ სურათს წააწყდა. მოხუცი ქალი წაქცეულიყო, თავი ქვისთვის დაერტყა და გონება დაეკარგა. გაიკვირვა, აქამდე როგორ ვერავინ შენიშნაო, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. სასწრაფო ზომები უნდა მიეღო.
საბედნიეროდ, ერთი კვირის წინ, სწორედ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქცევის შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. ეს ხალხი „112“-ის წარმომადგენლები იყვნენ..
- ერთი, ერთი, ორი გისმენთ! - მალევე უპასუხა ოპერატორმა.
- ბოდიში ქალბატონო, ქუჩაში ბებია წაიქცა და თქვენი დახმარება . . .
- იქნებ, გვითხრათ სად მოვიდეთ პატარავ. . .
- კოსტავასა და პეროვსკაიას გადასახვევია მგონი 7-ანი აწერია. კი, კი, 7-ია. . .
- ბებიას სახელსა და გვარს ალბათ ვერ მეტყვით
- ვერა, არ ვიცნობ.
- მაშინ თქვენი?
- მე მათე ვარ...
ხუთ წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბებია საავადმყოფოში გადაიყვანა. მათემ მობილურზე საათს დახედა. ჭადრაკის გაკვეთილი უკვე დამთავრდებოდა. გული დაწყდა, მაგრამ ადამიანის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვან საქმედ მიიჩნია და თავიც ინუგეშა.
მეორე დღეს სკოლის დირექტორმა კლასის თანდასწრებით გამოუცხადა, მათეს მადლობა და აცნობა რომ მას „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭებოდა.
„112“-ში კარგად იციან, რომ მომავალი, დღევანდელი პატარების პასუხისმგებლობაზე გადის. სწორედ ამიტომ, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბავშვების ინფორმირებულობა და მათი წახალისებაა. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავად ესტუმრონ 112-ს და საკუთარი თვალით ნახონ როგორ ეხმარებიან ოპერატორები ადამიანებს. „112“-ის წარმომადგენლები პატარებს ასწავლიან, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის წევრს ან სრულიად უცნობს მათი დახმარება დასჭირდებათ.
უკანასკნელ, 2018 წელს თბილისისა და რუსთავის ცენტრებს საჯარო და კერძო სკოლების 2000-მდე მოსწავლე ესტუმრა. გადაუდებელი დახმარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა აგრეთვე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ 130-მდე თანამშრომელსაც. რეგიონებში კი, სადაც „112“-ს ოფისი არ აქვს, თბილისიდან ჩასული სტუმრები ადგილზე აცნობენ მათ საჭირო ინფორმაციას. გასულ წელს „112“-ელი სტუმრები ყავდათ შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებს. გორში, თელავში, ხაშურში, საგარეჯოში, სიღნაღში და ყვარელში 400-მდე მოსწავლემ თითქმის უკვე იცის როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში.
რაც შეეხება წახალისებას, 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ინიციატივით ხორციელდება პროექტი „112-ის გმირი“. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში. ბევრი თქვენგანი ამ პატარა გმირებს ფეისბუქიდან და ტელევიზიიდან უკვე იცნობთ.
„112“-ში, რომ ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ კარგად ჩანს მათი ოფიციალური ვებგვერდიდანაც. სპეციალურად მათთვის განკუთვნილ კატეგორიაში პატარები 112-თან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებსაც ნახავენ და საინტერესო ისტორიულ ფაქტებსაც გაეცნობიან. ვებგვერდზე არსებულ თამაშებში კი მომდევნო ტურებში მხოლოდ ის ბავშვები გადავლენ, რომლებმაც უფრო მეტი რამ იციან 112-ის შესახებ. ➡ https://goo.gl/BggKzc
ზამთრის გაჭიანურებული არდადეგები დასრულდა და შესაბამისად, თებერვლიდან „112“ კვლავაც ელის ბავშვებს მათთან სტუმრად

суббота, 21 января 2023 г.

112

 - აბა, დღეს რა წავიკითხოთ? - ჰკითხა ვახშმის მერე დედამ ტასოს.

- აი ეს - უპასუხა გოგონამ დედას და ჩანთიდან ლურჯყდიანი წიგნი ამოიღო.
- პალაციო. „საოცრება“ - ეს რამე ახალია ტასიკო? მეც არ წამიკითხავს.
- კი დედიკო სულ ახალია, ნინიმ მათხოვა, თან მითხრა, კითხვა რომ დავამთავრე, მთელი ღამე სიზმარში ავგუსტს ვხედავდიო. ისე მომეწონა. ისე ისე... - აგრძელებდა პატარა და ცდილობდა მეგობრის ემოცია როგორმე დედამდე მიეტანა.
- აბა ვნახოთ ჩვენც, თუ ეგრე ძალიან მოგვეწონება. - ღიმილით უთხრა დედამ და საკითხავად მოემზადა.
- იცი დედიკო გამართულ კითხვას რომ ვისწავლი რამდენ წიგნს წავიკითხავ? - ვნახოთ.
- „ავგუსტუსი მზეა. მე, დედა და მამა პლანეტები ვართ და მის გარშემო ვბრუნავთ. ნათესავები და მეგობრები ასტეროიდები და კომეტები არიან და მზის გარშემო მბრუნავი პლანეტების ირგვლივ ტრიალებენ, ერთ-ერთი ციური სხეული“- თანდათან დედა ტექსტს დაბალი ხმით კითხულობდა.
- „რომელიც მზე ავგუსტუსის გარშემო არ ბრუნავს ჩვენი ძაღლი დეიზია ისიც იმიტომ. რომ მისი პატარა“, - დედიკო გეხვეწები ცოტა ხმამაღლა რა - სთხოვა ტასიკომ.
- „ძაღლური თვალებით დანახული ავგუსტუსის სახე დიდად არ განსხვავდება" - ქალი მიხვდა, რომ ასოებს ვეღარ არჩევდა -„სხვა ადამიანების სახეებისგან“.....
- გავაგრძელოთ რა დე - მავედრებელი თვალებით ახედა გოგონამ დედას...
დედას თვალები დაეხუჭა და ვეღარ ლაპარაკობდა....
ტასო დაიბნა, მაგრამ მალევე მიხვდა რომ ვინმესთან უნდა დაერეკა. კარის მეზობელი ჯერ გადმოსული არ იყო. მამა მუშაობდა და ტელეფონიც გამორთული ექნებოდა.
- ერთი, ერთი, ორი გისმენთ!
- ჩემი დედიკო ძალიან ცუდათააა - ტირილით ეუბნებოდა გოგონა ოპერატორს.
- სად ცხოვრობ პატარავ?
- ნუცუბიძე, მაგრამ მისამართი არ ვიცი, ახალი სახლია
- იმ სკოლის ნომერი თუ იცი რომელშიც სწავლობ?
- ვიცი. ჯერ ისევ ძველ სკოლაში დავდივარრრ..
ტასომ ოპერატორს სკოლის ნომერი უთხრა.
- მომიყევი სკოლაში რა ხდება? - მორიგე ოპერატორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ბავშვის საუბრით გართობას ცდილობდა.
რამდენიმე წუთში, დედიკო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.
2018 წელს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-სა და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი „112“-ის თანამშრომლებს სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევს მაშინაც კი, როდესაც დაზარალებული ბავშვი ზუსტად ვერ ამბობს საკუთარ მისამართს, ამ დროს ოპერატორს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ რაღაცა მინიშნებებით დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი.
ამ დროს წამები გადამწყვეტია. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად „112“-ის ოპერატორს საშუალება ეძლევა სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ის დახმარებით უსწრაფესად დაადგინოს ბავშვის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო მონაცემები. ყველაფერი ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი ბავშვი სწორად ამბობს საკუთარ სახელსა და გვარს, და იმ სკოლის ნომერს, რომელშიც აღნიშნულ მომენტში სწავლობს. ორ უწყებას შორის ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის მეშვეობით ხდება და კონფინდეციალობის დარღვევის რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
ამ მეთოდს „112“-ის ოპერატორები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუკი დაზარალებული პატარა საკუთარ ადგილსამყოფელს ვერ ასახელებს, მას კი მყისიერი დახმარება სჭირდება.
მეორე დღეს მამასთან ერთად საავადმყოფოში მისულ ტასიკოს დედამ ღიმილით უთხრა, რომ სულ მალე მას პატარა დაიკო ან ძამიკო ეყოლებოდა და მიტოვებული წიგნის კითხვას დღეს საღამოსვე გააგრძელებდნენ.