понедельник, 1 августа 2022 г.

მნიშვნელოვანი განსჯა. შშმ ადამიანთა სიამაყე და სიხარულის ენა

   სიამაყისადმი მიძღვნილმა  თვემ ნათლად დაგვანახა ჩვენ თვალწინ იბადება ახალი ლექსიკონი, რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ გამოცდილების ტრანფორმაციის საშუალებას იძლევა. ბოლო 30 წლის მანძილზე ეს ადამიანები  პოლიტიკურ და  საკანონმდებლო კუთხით მუშაობას აგრძელებდნენ,   ცვლილებები ხდებოდა უფრო მასშტაბურადაც, კულტურული კუთხით., ეს კი თავის მხრივ

ვერტიკალურად მოქმედებდა ტექნოლოგიებზე,  ხელოვნებაზე, ბიზნესზე და ა. შ. ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, სხვა ადამიანთა მსგავსად, მათაც შესძლეს სოციალური ქსელების მეშვეობით  საკუთარი თავის გამოხატვა.. ამ პლატფორმის საშუალებით შესძლეს კოლექტიურად განეცხადებინათ საკუთარი უფლებების  შესახებ,აღიდგინათ იდენტობა და ხაზი გაესვათ საკუთარი პიროვნების ძალისა და  მნიშვნელობისთვის. უბრალოდ,საზოგადოებისთვის დაენახვებინათ საკუთარი თავი.

  ამავე დროს კომპანიებმა  ყურადღების გამახვილება დაიწყეს ეკონომიკურ საფუძვლებზეც. ძირითადმა  მხატვართა გაერთიანებებამ, ისეთი როგორიცაა „ოსკარი“ და „ბროდვეი“  დაიწყეს შშმ  მხატვართა წვლილის აღიარება. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა იმ გრძნობის  აღიარებაც, რომელსაც ხშირად შეზღული შესაძლებლობებთან შეუთავსებლადაც კი თვლიან. სიხარული- შშმ  ადამიანთა კულტურის  ნაწილია და მან გამოხატვა ჰპოვა კინოში, მწერლობში, ქორეგრაფიაში.  იმის გათვალისწინებით   ადამიანებმა აღიდგინს საკუთარი იდენტობა და   საზოგადოებაში გაერივნენ, სიხარული  სულ უფრო და უფრო მნიშვნელვანი გახდება და   ყველაფერზე გავრცელდება.

  რადგან  იმ  გზით მივდივართ, რომ შშმ ადამინთა სიამაყე უფრო და უფრო ფართო საზოგადოებას დავანახოთ, სიხარული უნდა მივიჩნიოთ ხვალინდელი დღისთვის ძირითად სამშენებლო მასალად.  ადამიანთა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სიამაყე მუდმივად განიცდის სრულყოფას და გამოხატვას პოვლობს ქორეგრაფიაში, კინემატოგრაფიაში, მუსიკაში, თამაშებში. ეს ყველაფერი კი საზოგადოებასა და ამ ადამიანებს შორის იმ ხიდისკენ გადადგმული ნაბიჯია,რომლის აუცილებლობასა და მნიშვნელობასაც  ყველა ვიზიარებთ.

  თანამედროვე ეპოქაში, როდესაც კორპორაციული  კულტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მას ხელახლად სჭირდება გააზრება, შშმ ადამიანთა სიამაყის აღიარება და მისი მნიშვნელობის ზრდა 21-ე საუკუნის აზროვნების ძირითადი  სტრატეგია გახდება. სიხარულის პრიზმიდან დანახული შეზღუდული შესაძლებლობების სიამაყის დანახვა იმას  გვაძლევს, რაც ამ ადამიანებმა ყოველთვის იცოდნენ: წარმოსახვის თავისუფლება და ახალი, აუცილებელი რეალობის  განსაზღვრა.

  შეზღუდული შესაძლებლობების სიამაყის კონტექსტში სიხარულის ენა გულისხმობს:  ახალი კულტურის დაწერაში დახმარებას და  ახალი დიაფრაგმის გახსნას იმისთვის, რომ ნათლად დაინახოს მომავალი საზოგადოების პროგრესი. შემჩნიოს ის, რომ ადამიანთა მდგომარეობის ცვლილება ყველასთვის საერთო რეალობაა. რეალობა რომლის კულტივირება და რომლთანაც სიამოვნებით თანაცხოვრება უნდა ისწავლო.

Mindset Matters სულ ახლახანს  დაიწყო  შეზღუდული შესაძლებლობების სიამაყის ასპექტებისა და მისი გავლენების კვლევა ორგანიზაცული კულტურის ლანდშაპტზე. ეს სვეტი ეძღვნება შეასწავლას ეს საერთო ჭეშმარიტებები რა გავლენას მოახდენენ ორგანიზაციულ კულტურაზე და აქედან გამომდინარე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.  სიხარულის ძალა ის მთავარი ინგრედიანტია, რომელმაც უნდა განავითაროს  ორგანიზაციული კულტურა. ამის შედეგად კი შშმ  ადამიანთა საზოგადოების ხმა  უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი გახდება. ეს კი  ახალი, ფასეული ლიდერების თაობას მისცემს დასაბამს.

Комментариев нет:

Отправить комментарий