понедельник, 26 декабря 2022 г.

უკვე ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ადამიანი არ დამიკარგავს

 1.  ბედნიერების მარცვლებს ადამიანი ყოველდღე აგროვებს და ერთ დღესაც როდესაც   ეს მარცვლები შენ შიგნით  რაღაც ფორმას მიიღებენს და რაღაც  სხვისთვის                    შეუმჩნეველი სასიხარულო რამ მოხდება, ის გრნობა მოდის , რომელსაც სახელსაც ვერ არქმევ. არადა სწორედ ეს არის ბედნიერება, შინაგანი მზაობისა და გარემო პირობის

თანხვედრა. . თითოეული მათგანი ერთი და იგივე პროცესებს გადის: სიცარიელე, ავსება და ავსებულში ლივლივი. მერე კი ისევ  ნამსხვრევების ძებნას უნდა შეუდგე....  

2.  ახლა გადავხედე სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათებს. უმეტესობაში                        ვიცინი.  ყველა სიცილის მიზეზს ვერ ვიხსენებ. ალბათ ბოლო გულიანი სიცილი ჩვენი          ჩაკეტილი ცხოვრებიდან გამომდინარე სოციალურ ქსელებს უკავშირდება. 

3.  ერთხელ უფროსმა მეგობარმა საუბრისას მითხრა: ასაკის მატებასთან ერთად              ცრემლი ნაკლებად მოდისო. მაშინ გამიკვირდა მტირალას. ახლა აღარ მიკვირს...                   მეცნიერებს თუ დავუჯერებთ  ზოგჯერ ტირილი ორგანიზმისთვის სასარგებლოც                  კი  არის. 

4. ადამიანები   ერთმანეთს ხშირად იმ თვისებას ვაწერთ, რომელიც ერთ კონკრეტულ სიტუაციში დავინახეთ და სულაც არ ვიცით ეს ადამიანი სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში როგორ მოიქცევა. თუმცა იმ განსხვავებულ ქცევასაც თუ დავაკვირდებით, ჩვენს მიერ აღმოჩენილის  რაღაც მარცვალს მაინც დავინახავთ. ალბათ, სწორედ ამას ვეძახით განსაკუთრებულ თვისებას.  ამბობენ რომ ერთგული ვარ. არ ვიცი. მაგრამ.. უკვე ხანგრლივი ცხოვრების მანძილზე ადამიანი არ დამიკარგავს.

5. ცოტა ხნის წინ უცხოურ კვლევაში წავიკთხე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს სხვა ადამიანებზე მეტად ეშინიათ ცხოვრებისეული ცვლილებების. სამწუხაროდ, ჩემს  შემთხვევაში უნდა ვაღიარო ამ ფაქტის ნამდვილობა.

 6.  სავალალოდ,  დღეს ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად მეც ძველი გმირების იმედზეღა ვარ დარჩენილი. ახალი გმირები თვალსა და ხელშუა გვიქრებიან...

 7.  ალექსანდრემ (ოთ. ჭილაძის „ყოველმან  ჩემან მპოვნელმან) უბრალოდ ცხოვრება        გამიადვილა, თანაც იმ დროს როდესაც  ძალიან მიჭირდა..საზოგადოება მხოლოდ იმ      ადგილს მთავაზობდა, სადაც კონფორტულად თავს  ვერასოდეს ვიგრძნობდი. მან             თითქოს მხარზე დამადო ხელი და  მითხრა, ჩემთვის განკუთვნილი რამ ყველაფრის        მიუხედავად აუცილებლად უნდა  მიმეღო. მიბიძგა თავაწეულს მევლო              საკუთარ აღმართებზე.

   8. ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობები მაინც ახალგაზრდობაშია. 16 ან 17       წლის ვიყავი, როცა ქისტმა მეგობარმა აღდგომაზე თავისთან დამპატიჟა. მახსოვს             როგორ მოვიხიბლე მათი ზოგიერთი ტრადიციითა და საოცარი ჟღერადობის მქონე        სიტყვებით.

 9-10.  ზოგადად ადამიანში (სქესის განუჩევლად) მხიბლავს სილაღე.ისეთი  სილაღე,                რომელიც პირველი შეხვედრისთანავე  გადმოგედება. კიდევ, ენაწყლიანი  ადამიანი შემიძლია გაცნობისთავე  ჩემიანად დავიგულო.

 11.   საყვარელი ავტორების სია თითქმის ყოველ წელს იცვლება. ხან ყვლაზე მეტად              მუზილი მომწონს, ხან სარამაგუ, ხან  სოლომონაშვილი. ამჟამად ჩემია ჰარუკი                   მურაკამიც.

  12.  თავგადაკლული  მელომანი არასდროს ვყოფილვარ. ხასიათის მიხედვით შემიძლია  მოვუსმინო ყველაფერს ფანოღიდან დაწყებულსა და ვერდით დამთავრებულს.  

 13  ხშირად ადამიანებს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა      ჩვეულებრივი ცხოვრება უკვირთ და მას უმალ გმირობად ნათლავენ. ვერც კი       აცნობიერებენ რამხელა ტვირთისთვის იმეტებენ.  აქედან გამომდინარე ჩემთვისაც      ხშირად უთქვამთ: „აუ, რა მაგარი ხარ“. არადა ჩემი „სიმაგრის“ ამბავი მხოლოდ მე და     ძალიან ახლობელბა ადამიანებმა ვიცით. და მაინც... ჩემი სიამაყე ერთი ჟურნალისტის     შეფასებაში ეტევა... „თქვნს ნაწერებში თავისუფლება იგრძნობაო“

 14.  რატომღაც ასე გამოვიდა ცხოვრება თარიღებით არასოდეს ყოფილა დატვირთული.        არც ცუდით, არც კარგით, მაგრამ ყველა მე გადავაგორე და გამოსატოვებლად არცერთი      მემეტება. სიცარიელეს ისევ ეს ჯობს.

 15.  ჩემთვის სამშობლო კლავიატურით აკრეფილი ქართული ასოებით იწყება.

16, .რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის პერიოდები, როდესაც მგონია, რომ სიკვდილს „ვაჯობებ“ კიდეც და აქეთ „ვუკარნახებ“ როდის მომბეზრდება ეს სამყარო და მიღმურ სამყაროში მომინდება გადასვლა. როგორ  ვისუვებდი სიკვდილს? ალბათ ისე, როგორც ერთი წლის წინ მამა გარდაიცვალა-ძილში.  კიდევ ერთი, არ   მინდა ჩემი მუდმივი სამყოფელი რამეთი შემოსაზღვრული  იყოს. 

17. ალბათ ადამიანი ღმერთს ხშირად ხვდბა, მაგრამ ამას ვერც კი ამჩნევს. ხვდება დიდი სიხარულის, ან დიდი ტკივილის დროს. თუ ვცდები და ღმერთს  მხოლოდ ერთხელ უნდა შევხვდე,   ოთ ჭილაძისეულ კითხვას გავუმეორებდი:  ადამიანს შექმნისას  რა შეაყოლე  ასეთი?... არ გამოვრიცხავ იმასაც რომ მომავალში კითხვის შინაარსა და ფორმულირებაში კიდევ ბევრი ცვლილება გაჩნდეს. ეს ცვლილებები ხან დადებითი იქნება,  ხან უაყოფითი. მაინც ვისუვებდი, რომ მამაზეციერს ცრემლებამდე მისული სიცილის დროს შევხვედროდი.                                                                                                 

Комментариев нет:

Отправить комментарий