вторник, 17 ноября 2020 г.

სამი სტატუსი

   აფხაზეთში   ომი  რომ დაიწყო ალბათ  ათი წლის იქნებოდა. ერთი წლის მერე გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდა. პირველად მთელმა ოჯახმა მარტოხელა, შორეულ ნათესავს შეაფარა თავი. მამა და დედა სამუშაოდ კარგ ადგილას მოეწყვნენ და ცხოვრებაც ჩვეული რიტმით გაგრძელდა.  სტუდენტობამდე ერთი წლით

ადრე  მშობლემა დანაზოგით ბინის ყიდვა მოახერხეს და ცალკე ოთახიც მოუწყვეს:" მეცადინეობაში ხელს აღარავინ შეგიშლისო".  თვალსა და ხელს შუა გაიპარა სტუდენტობის ლამაზი დღეები.  ჯანმრთელობის პრობლემები მის ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩნდა. რამდენიმე წელში   ახალი სტატუსიც მიანიჭეს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის. გაუმკლავდა.  ცნობილი ფრაზა, ყველა სირთულე თავს ერთად მოიყრისო ამჯერაც გამართლდა. ძმის თამაშზე დამოკიდებულებას მათი ახლადშეძენილი ბინა შეეწირა. ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მერე რა რომ დევნილთა საერთო საცხოვრებელი სულაც არ  იყო მის საჭიროებებს მორგებული, იმუშავებდა, მიდგებ, მოდგებოდა და თვითონ გააკეთებდა ყველაფერს.

  რამდენიმე ხანში დასაქმების საიტზე საინტერესო ვაკანსიაც იპოვნა,  სამუშაოს სპეციფიკა  ნაკლებად საჭიროებდა  ბიოლოგური სქესის განსაზღვრას, მაგრამ  დამსაქმებელი რატომღაც მამაკაცსს ანიჭებდა უპირატესობას. მაინც სცადა და გასაუბრებაზე წავიდა.

შესარჩევი კომისის წევრმა ასე თუ  ისე მოახერხა "უხერხული" სიტუაციის მართვა და მის რეზიუმესაც ჩახედა. "შეაბამისი განათლება გაქვთ, მაგრამ ჩვენ მაინც მამაკაცი გვინდა"-გაუღუიმა ტუჩებშეღებილმა გოგონამ. "კი მაგრამ რატომ შეგიძლიათ ამიხსნათ?"  "ვერ გეტყვით, მე არ ვწყვეტ".. "და თანაც თქვენ ადგილობრივი მაცხოვრებელიც არ ხართ" -ჩაესმა უკვე კართან მისულს.

მეორე დღიდან ქალს,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის  და დევნილის  სტატუსით  მოუწევდა სამსახურის მოძებნა. გართულდებოდა.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий