вторник, 17 ноября 2020 г.

მაკა

    მაკას  პირველად   თავბრუ დაეხვა. ყურადღება არ მიაქცია. ორი კვირის მერე კიბეზე წაიქცა. იფიქრა ალბათ ფეხი რაღაცას წამოვკარიო. ერთი თვის შემდეგ იმ კონცერტზე ვერ წავიდა, რომლისთვისაც ლამის სამი თვე ემზადებოდა. იმ დღისთვის გამზადებული ლამაზი კაბა საკიდზე დარჩა. ექიმთან  ვიზიტზე ჩაეწერა. ექიმმა წამლების დასტა 

ჩამოუწერა თუმცა დიაგნიზი ზუსტად ვერ დაუსვა." პრესტიჟულ" კლინიკაში წავიდა. საკმაოდ ცნობილმა ექიმმაც მხრები აიჩეჩა და იგივე გაიმეორა. ყველა წამლი დროულად დალია, მაგრამ შედეგი არც ამჯერად ჩანდა. ექიმიდან ექიმთან სიარულში წლები გავიდა. მდგომარეობა თანდათან დამძიმდა.

  ოთხი წლის თავზე მარინა ექიმმა შეხედვისთანავე დაუსვა დიაგნოზი-გაფანტული სკლეროზი. შინ დაბრუნებულს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ მუდმივი მკურნალობა სჭირდებოდა. პირველი პროცედურებისთვის საკუთარი დანაზოგი გამოიყენა, მეორისთვის ნათესავებმა შეუგროვეს, მესამეს- ბებიის ნაჩუქარი საყურე შეეწირა. მეოთხე, მეხუთე უკვე გაჭირდა. შემდეგი პროცედურის გაკეთება უსახსრობის გამო ორი თვე დააგვიანდა. სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულეა სტასუსის მინიჭებით ამოწურა. არადა, კარგად იცის, რომ განვითარებულ ქვეყნებში  ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს მკურნალობას სახელმწიფო უზუნველყოფს. მის სამშობლოში კი ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს ჯანმრთელობის სფეროს ჩინოვნიკები საკუთარ კაბინეტებში ემალებიან..........

Комментариев нет:

Отправить комментарий