ასე აეწყო: მიუხედავად, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობებისა ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე, ამ ადამიანების სურვილებისა და საჭიროებების შესახებ ნაკლები რამ ვიცოდი. მაშინ, როდესაც დასაქმების აუცილებლობა დადგა, მეც "კეთილი ვინებე" და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთ არასამთავრობო
ორგანიზაციას მივადექი. ორი ათეული წლის გასვლის შემდეგაც, ვთვლი, რომ საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში მუშაობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო ეტაპი იყო.მახსოვს,
შემოდგომის ნაცრისფერი დღე ჩემს იმჟამინდელ
განწყობას ვერას აკლებდა. სიქსაში მორიგ ღონისძიება იმართებოდა. იმ დღეს პირველად უნდა
მომერგო მასპინძლის როლი. ვღელავდი.
ვიგრძენი ერთ-ერთ სტუმართან საუბრისას ღელვა როგორ უკვაკლოდ გაქრა.
მომეწონა გოგონას დედაც. რომელიც მას ახლდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა,რომ
ხანშისეული ქალი ინეტლიგენციის წრეს მიეკუთვნებოდა. საუბარმა ჩამითრია.
მხოლოდ ნახევარი საათის გასვლის შემდეგღა გამახსენდა ჩემი მასპინძლობა.
-თეა
ყავას დალევ თუ ჩაის- ვკითხე ახლადგაცნობილ გოგონას.
-ჩაის-
მიპასუხა თეას დედამ.
ვეცადე
რეაქცია საგულდაგულოდ დამემალა და დიასახლისის როლი პირნათლად შემესრულებინა.
-ახლა
მითხარი ყველიანი ბუტერბროდი დაგიდო თუ ძეხვიანი? -ისევ შევეკითხე თეას.
-
ყველიანს შეჭამს- ისევ მიპასუხა დედამ
აქ
კი რეაქციის დასამალად მზერა ხელმძღვანელისკენ, ქალბატონ მანანასკენ გავაპარე. აშკარად
მანაც რაღაც თვალებით მითხრა.
მოგვიანებით,
თანამშრომლების მიერ შეხვედრის შესაფასებლად გამართულ შეკრებაზე გავარკვიე, რომ ჩემთვის
პატივსაცემ და საყვარელი ქალბატონის მზერაში სწორედ ამომიკითხავს სიტყვები:
"ჯერ
სად ხარ"
Комментариев нет:
Отправить комментарий