ზუსტად არ მახსოვს იმ დროს საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში რა თემაზე იყო შეხვედრა, მაგრამ ის კი მახსოვს, იმჟამად სტუმრებს რეგიონებიდან ველოდებოდით. ნელ-ნელა გროვდებოდნენ. მეგონა თითოეულ მათგანს, ხელჩანთაში თავისი კუთხისთვის დამახასიათებელი ელფერი ედო. ქართლიდან დილით
დაკრეფილი ვარდები მოგვრთვეს: "გესიამოვნებათ მაინც ქალები ხართო" სამეგრელოს წარმომადგენელი გვეხუმრა და მეგრულად მოგვესალმა. ახალციხელმა გოგონამ ცოტა ამინდზე "იწუწუნა". შეხვედრის დაწყებას წუთები აკლდა...... -აი კახეთიც მოვიდა- თქვა ნანამ და ახლადშემოსულს
ლაბადა ჩამოართვა.
ყავის სმის
დროს, კახელი იას გვერდზე აღმოვჩნდი.
-იცი, მეც კახელი
ვარ- წამოვიწყე საუბარი
- საიდან?-დაინტერესდა
გოგონა.
-ქიზიყიდან, მაგრამ იქ არავინ და არაფერი დამჩა.
-ცუდია. მითხრა
და გაჩუმდა.
საუბრის გასაგრძელებლად
მიზეზს ვეძებდი. უცებ მის შეხვეულ თითებს მოვკარი თვალი.
-სად გაიჭერი?-ვკითხე
-ეზოში, ძალით.
ჩემს გაოცებულ
მზერას რომ წააწყდა საუბარი თვითონვე გააგრძელა:
-ოჯახის წევრები გარეთ
პირად პრობლემებზე ლაპარაკს მიკძალავენ.არადა უკვე 25 წლის ვარ. ახლაც. რომ გაიგეს
სად მოვდიოდი, მოიმიზეზეს, რომ წახვიდე ძროხას ვინ მოწველისო. გამოსავალი ესღა ვიპოვე,
თითები ძალით გადავიჭერი. ცოტა ღრად კი მომივიდა, მაგრამ გაივლის. ისე მინდოდა თქვენთან
წამოსვლა...
დღის ბოლომდე ხმა აღარ ამომიღია.
Комментариев нет:
Отправить комментарий