вторник, 17 ноября 2020 г.

ღირსება

  ვზივარ და ვფიქრობ მაინც ვისი უფლება დაირღვა იმ ისტორიაში, რომელიც ეროვნული პრევენციის მექანიზმის მიერ სახელმწიფო ზრუნვის ერთ-ერთ დაწესებულებაში რამდენიმე წლის წინ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შეზღუდულობის მქონე

ქალბატონი ეკა, რომელიც ეტლის არქონის გამო მუდმივად იწვა, დედათა წესის კრიტიკულ დღეებს პლასტმასის საყოფაცხოვრებო ტაშტზე დამჯდარი ატარებდა. თხოვნის მიუხედავად, მომსახურე პერსონალმა საკუთარი შრომის გამარტივების მიზნით მას ჰიგენური პაკეტი არ მიაწოდა... ალბათ

დამეთანხმებით, ძნელია გაარკვიო აღნიშნული ფაქტით ადამიანის უფლება დაირღვა, ქალის თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის. პირადად მე, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის დანაშაულად მივიჩნევდი. ისეთ დანაშაულად, რომელიც ყოველგვარ კონვენციებსა თუ საერთაშორისო აქტებს გადასწონის. იქ, სადაც შენი ელემენტარული ქალური ბუნება ღირსების შემლახავი მოპყრობის საფუძველი ხდება, ძნელია ცხოვრებაში რაღაცის ხელმისაწვდომლობა ირწმუნო... 

 მერე რა, რომ აღნიშნულ ფაქტს უფლებადამცველეიბის აღშფოთება მოყვა. ქალბატონი ეკას ამბავი ომბუცმენის წლიურ ანგარიშში ცალკე ქვეთავად შევიდა. ალბათ აღშფოთნენ პარლამენტარებიც. მაგრამ..

   შელახულ ღირსებას უკეთესს შემთხვევაში დრო თუ მიაყუჩებდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий