воскресенье, 25 октября 2020 г.

რატომ არის ჩვენი საზოგადოება ინეტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებისადმი ნაკლებად ტოლერანტული

2020 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის "საზოგადოების დამოკიდებულება  შშმა  მიმართ" შედეგები. სიხარულით მინდა ავღნიშნო რომ ვცდებოდი როდესაც ვფიქრობდი: ადამიანების დამოკიდებულება თუნდაც ჩემს მიმართ დიდად არ

შეცვლილამეთქი და არასასურველი ფრაზებისა და ალმაცერი მზერების ნაკლებობას ჩემს მიერ თავდაცვის ინსტიქტად ქცეულ "არ გაგებასა" და "ვერ დანახვას" ვაბრალებდი. არა ნათია საზოგადოება გაიზარდა და  გამოკითხული ადამიანების  ორ მესამედს სულაც აღარ უკვირს შენი ფილოლოგობა. კეთილი ინებე და ადამიანების მხარ და მხარ იშრომე და შენი წილი ბრძოლებიც თავადვე გადიხადე .რაკი  ამ საკითხის სათავე მაინც მოიხელთე ძალაუნებურად იწყებ  სხვა საკითხის სათავის ძიებასაც: მაგ. რა მიზეზია იმისა, რომ კვლევის მიხედვით რესპოდენტთა ნახევარიც კი არ არის გონებრივი და  ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მიმღებლობისათვის მზად?  ან გამოკითხულთა 74 პროცენტი რატომ თვლის, რომ ასეთი ადამიანი კარის მეზობლადაც კი მიუღებელია?

  ბუნებრივია ძიებას საკუთარი გამოცდილებიდან იწყებ. იხსენებ ყველაფერს. იხსენებ შეზღუდული  შესაძლებლობების თემებზე გამართულ  ოფიციალურ  შეხვედრებსაც. კარგად გახსოვს რომ ამ შეხვედრებზე  ერთ-ორი ადამიანი მაინც ესწრებოდა ამ ჯგუფიდან. მაგრამ შენ ამ ადამიანის ხმაც არ  გახოვს, რადგან მის ნაცვლად ყოველთვის თანმხლები ადამიანი  პასუხობს, რომელიც  ყოველთვის სუბექტურია და აქედან გამომდინარე ობექტურობისთვის ადგილს არ გიტოვებს. იქნებ უცხო  ყურმა ეგებ ის გაიგოს რაც სუბექტურობას გამო შეიძლება გაიპაროს. უბრალოდ, მე მათი სიტყვებისა თუ თუნდაც ჟესტების დანახვა და გაგება მინდა. ამაზე ვისაუბრებ ოჯახის წევრებთან. ისინი თავიანთ მეგობრებთან. საზოგადოებამდეც  მივალთ.. საზოგადოების მიუღებლობა მათი პირიდან გაუჟღერებელი სურვილების ბრალიცაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий