среда, 5 августа 2020 г.

ჩათი

  იმ საღამოს სოციალურ ქსელში მეგობრის გვერდს ათვალირებდა. თვალში მოხვდა მეგობრის ახლადამეგობრებული მეგობარი. გარეგნობით მოეწონა. მის გვერდზე გადავიდა. ბიჭს ნააზრევიც  არ დააეწუნებოდა. სამი დღე ათვალიერებდა მის პროფილს. მეოთხე დღეს ბიჭმა აქტუალური თემა წამოჭრა. თავი ვეღარ  შეიკავა. საკუთარი აზრი კომენტარების

გრაფაში ჩაწერა და საკუთარი ფოტო ალბომის განახლება დაწყო. მოაშორა ყველა ის  სურათი, რომელზეც მისი განსხვავებულობა ფიქსირდებოდა. ასე უფრო მშვიდად იქნებოდა. ღამე ტელეფონის წკაპმა გააღვიძა. ნამძინარევი თვალებით ძლივს გაარჩია: ბიჭი მეგობრობას  სთხოვდა.ერთი თვის

მანძილზე თითქმის ყველა სასაუბრო თემა ამოწურეს, ბევრ საიდუმლოსაც ახადეს ფარდა, გარდა ერთისა..

-შევხვდეთ -შესთავაზა ერთ დღეს  ბიჭმა.

-დღეს ვერ. საქმეები მაქვს, მოიტყუა გოგო-არა დღეს მთავარ მიზეზს ვერ ეტყოდა, ეგებ ხვალ შეძლოს... ან  საერთოდაც ყველფრის თქმის  გარეშე დაცილდეს.... არა  ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა ნამდვილი მიზეზის გაგებას. ერთი კვირა არც ტელეფონს გაკარებია და არც კომპიუტერს. კვირის თავზე საუბარი  თვითონ დაიწყო:

-იცი მე  ცოტა სხვანარი ვარ-დაიწყო მსუბუქად.

-მეც -უპასუხა ბიჭმა

- არა მე მართლა, შშმპ -ვარ

-შეშლილი, შეშლილი მოქალაქე  პატივცემული? -იხუმრა ბიჭმა

-ინვალიდიიი-ვეღარ  ხუმრობდა გოგო

-ბიჭს აღარ მოუწერია.

ორი თვის მერე ტელევიზორში  პარასპორცმენი ბიჭი საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვებოდა. მეუღლე ინტერნეტით გავიცანიო....


Комментариев нет:

Отправить комментарий