საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში იმ დღესაც ჩვეული სამუშაო გარემო იყო. ვიღაც გამოსაცემ ბროშურაზე მუშაობდა, ვიღაც ტელეფონით ცდილობდა ოჯახის წევრებისგან შევიწრეოვებული ქალის დამშვიდებას. ვიღაც ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ შეტყობინებებს ამოწმებდა, ვიღაც იმ დღეს დანიშნულ შეხვედრაზე გარბოდა... ამ ორომტრალში დღის პირველი ნახევარიც გავიდა.. ყველამ ვიგრძენით, რომ გვარიანად მოგვშიებოდა.
-საჭმლის მოსატანად მე წავალ- გამოვიდე თავი
-კარგი- მიპასუხეს თანამშრომლებმა.
-შენი დაბნეულობის ამბავი რომ ვიცი, გირჩევ წამოსაღები
პროდუქტების სია ჩამოწერო-გამეხუმრა ნანა.
ჩამოვწერე.
ქუჩის კუთხეში
ხელი შეხებით ქალმა გამაჩერა.
-რა გქვია?
-ნათია.
-დცბ გაქვს?
-კი.
-ტკივილები გაქვს?-დაინტერესდა ქალი
-არა ქალბატონო- უთხარი და გაცლა დავაპირე.
-როგორ ცხოვრობ? -არ მეშვებოდა უცნობი
-ჩვეულებრივ-ვუპასუხე მე-ვისწავლე. ვმუშაობ, ვერთობი..
-იცი ამდენს რატომ გეკითხები?- მკითხა ქალმა.
-?
-ჩემს შვილსაც დცბ აქვს. იცი რა კარგი ბიჭია... იმდენი
ლექსები იცის...
-რამდენი წლისაა?- ვკითხე უკვე სხვა განწყობით
-ცხრის.
-ყველაფერი კარგად იქნება ქალბატონო. ისწავლის, იმუშავებს,
იცხოვრებს-შევეცადე ქალის დამშვიდება.-მე თუ რაღაც გამომივდა, მასაც აუცილებლად გამოუვა.
-მე კიდევ იცი რა მანუგეშებს?-მკითხა ქალმა
-რა?-დავინტერესდი
-ის რომ ბიჭიააა,
ვასწავლი, ცოლსაც მუყვან და შვილებიც ეყოლება. გოგო რომ იყოს უფრო გამიჭირდებოდა.
იმ დღეს თანამშრომლებს
თანამშრომლებს საკვებთან ერთად "ცხელ ცხელი" ქეისიც მივუტანე.
Комментариев нет:
Отправить комментарий