ზამთრის საგამოცდო ციებ-ცხელებამ გოგონას ყურებში შუილი დაუტოვა. ექიმმა ვერც გოგირდის საცობი დააფიქსირა და ვერც ყურის ანთება. ცოტა ხანში შუილი ხმამაღალმა ხმებმა შეცვალა. გაჩნდა სხვა სიმტპტომებიც... აუცილებელი გახდა ფსიქიატრთან ვიზიტი. გარკვეული დაკვირვებების შედეგად ზოგადი დიაგნოზიც დაისვა-ფსიქიკური პრობლება. ოჯახის წევრებმა თითქმის ყველა წინაპარი გაიხსენს. გენეტიკური კოდი სუფთა იყო.
ერთზე ყველა უსიტყვოდ შეთანხმდა - მათი ოჯახის "გასაჭირს" საზოგადოება ვერ გაიგებდა. ამას მაქსიმალურად უზრუნველყოფდნენ: ოჯახის გარეთ მის ქცევებს მკაცრად გააკონტროლებდნენ', საავადმყოფოს ნაცვლად შორეულ ნათესავთან გაუშვებდნენ. გზადაგზა სხვა რაღაცეებსაც მოიფიქრებდნენ.. ინსტიტუციაში
"გამოსაჯამრთელებლად" გაგზავნეს. აქ გატარებული პირველი დღეები საერთოდ არ
ახსოვს. დიდი დოზის მედიკამენტები ბალიშიდან
თავის აწევის საშუალებას არ აძლევდა. გამოღვიძებულმა იქაურ გაუსაძლის პირობებზე დიასახლისს შესჩივლა.
დიასახლისმა ცალი ყურით ისე მოუსმინა პასუხიც არ გაუცია. დიასახლისზე ზემდგომმაც იგივე
გაიმეორა. მერე წამლის შეცაცვლელად მკურნალ ექიმთან მოინდომა საუბარი. აშკარად გრძობდა,
რომ ცოტა ხნის წინ დანიშნული წამალი ან არ
უხდებოდა, ან სხვა დოზა სჭირდებოდა. ექიმისგან ორივეზე უარი მიიღო.
სახლში დაბრუნებულმა
დააფიქსირა: უკვე სამი თვე იყო რაც ჰიგიენურ საფენი არ გამოუყენებია. პირველად გაუხარდა,
იმ პირობებში რომ არ მოუწია კრიტიკული დღეების გადატანა. მენსტუაციული ციკლი არც მეხუთე
თვეს დასწყებია..
ექიმმა თავად მას კი არა, მის თანხმლებ პირს აუხსნა:
-"ეს იმ წამლებითაა გამოწვეული საავადმყოფოში რომ
ასმევდნენ. ვერაფერს ვიზავთ, უნდა დავიცადოთ. თქვენს ადგილას ამის გამო ნაკლებად შევშფოთდებოდი,
რა აზრი აქვს? რად უნდა?"
არადა გოგოს
გოგო უნდოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий