среда, 5 августа 2020 г.

თოჯინა

სამი წლის რომ გახდა ლიკა, დაბადების დღეზე ნათესავმა თოჯინა მოუტანა.

-დღეიდან ეს თოჯინა შენი ბაია იქნება, მე ჯერ ამის სახელი არ ვიცი დედა შენ ხარ, ამიტომ სახელი შენ უნდა დაარქვა.

-მე? -გაუკვირდა გოგოს-პირველად ხდებოდა როცა გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობდნენ. დაიბნა. ცოტა ხანში დაბნეულობამ გაუარა.

-იცი შენ ვინ იქნები? -მშობელივით მიმართა ლიკამ თოჯინას- შენ იქნები ანანო, ა ნ ა ნ ო  -დამარცვლით უთხრა გოგონამ თოჯინას.

  თოჯინასთან ერთად ოთახიდან გამოსულმა ოჯახის თითოეულ წევს ჩამოუარა და თავისი შვილი ახალი სახელით გააცნო.

 ლიკა იზრდებოდა. სკოლაშიც შევიდა. მერე რა რომ მათემატიკასა და ქიმიას სხვებივით კარგად  ვერ სწავლობდა, სამაგიეროდ სხვებზე უკეთ ამზადებდა ცივ ყავასა და ტაფამწვარს. კიდევ ცეკვა უყვარდა. ქართული ცეკვის ილეთებს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს არგებდა და საზოგადოების წინაშეც თამამად გამოდიოდა.  შემდეგ იყო უმაღლესი სასწავლებლის ინტეგრიებული კურსი, პარალეურად სამსახურიც. გაზრდილი გოგონა ახლა უკვე  თავისზე უმცროსებს  ასწავლიდა დამოუკიდებლად რაღაცეების კეთებას. თოჯინა გოგოს სახლში ელოდებოდა ხოლმე.

  ერთ საღამოსაც დედამ უთხრა, რომ მომავალ კვირას დასავენებლად მიდიოდნენ და წასაღები ტანსაცმელი მოემზადებინა. სამი დღე იფიქრა..

-დედა გეხვეწები ბათუმში ანანოსაც  წამოვიყან, მაგრამ გეხვეწები ნურავის ეტყვი, მე ხომ დიდი ვარ......

  გოგონა ხვდებოდა, რომ  მის დედობის სურვილს სხვები ვერ გაიგებდნენ.


Комментариев нет:

Отправить комментарий