среда, 3 февраля 2016 г.

კიდევ ერთხელ მედიაზე და შეზღუდულ შესაძლებლობებზე

შესავალი
მწერალი, რეჟისორი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებათა დამცველი დომენიკ ევანსი ნიუ-ორკში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს. მანამდე კი იყო შუა აღმსავლეთის უნივესიტეტი, ბაკალავრის ხარისხი და ბევრი საკუთარი ფილმი..  დღეს დომენიკი აქტურად იკვლევს შეზღუდული შესაძლებლობის არსს კინოში.  მის სახელთანა დაკავშირებული „ტვიტერ ჩაის“ დაარსებაც.
შაბათს საღამოს სოციალურ ქსელში შეზღუდულობის  მქონე ადამიანთა  და ამ თემაზე მომუშავე ა/ო წინაშე მდგარ სირთულეებზე ცხარე დისკუსიები იმართება. ამ საკითხების სწორად  გაშუქებაზე სასაუბროდ რეჟისორს სხვადასხვა ადგილას იწვევენ. სულ ცოტა ხნის წინ ამ თემებზე მან ნიუ-ორკის უნივერეტეტის სტუდენტებთან ისაუბრა.

გთავაზობთ მისი ერთ-ერთი ბლოგის ქართულ ვარიანტს.


მე რეჟისორი ვარ, ამის გამო კინო და ტელევიზია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  ამ ბლოგშიც ძირითადად შევეხები როგორ შუქდება შეერთებულ  შტატებში ტელევიზიით და როგორ გამოიყურებიან შეზღუდულობის მქონე ადამიანი ფილმებში. დღეს ამ დიდი და  მრავლფეროვანი საზოგადოების ინფორმირება - განათლება  ინტერნეტით ხდება. ისიც მხოლოდ უფროსი თაობის.. პოპულარული და სოლიდური ფინანსების მქონე საიტები გვარწმუნებენ, მათი მისია შეზღუდულობის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანთა თანადგომაა. სამწუხაროდ, ამ საიტების უმრავლესობა საკუთარ ჩარჩოში თავად  მათ ხმას   ნაკლებად მოიაზრებს.
   ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს საიტები  იმ მიკრო სამყაროს მოდელს წარმოადგენ,  რომლიც შეზღუდული შესაძლებლობების არსის გამოსახატავად ძირითადად  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებულ  წარმოდგენებზეა  ორიენტირებული. მედია სივრცით შეზღუდული შესაძლებლობების საჩვენებლად, მხოლოდ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების ჩვვენება  მომავალში  უფრო მეტ სტიგმატიზირებულ და „სიბრალულის აღმძვრელ“ მონათხრობს  მოგვიტანს. სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის ამ თემებზე შემდგარ დიალოგბს ძირითადი მხარე-თავად შეზღუდულობის მქონე  ადამიანი აკლია. ადამიანი, რომლიც საკუთარ აქტუალურ პრობლემებზე თავად იმსჯელებს.
  მედიის ყველა  საშუალება ამ საკითხების გაშუქებისას განიცდის გამოცდილების დეფიციტს.  გზავნილი მესიჯების უმეტესობში ან სიბრალული და შიში გამოსჭვივის ან პირიქით, მოქალაქეობრივი ვალის პირნათლად მოხდით გამოწვეული ზედმეტი აღფრთოვანება. ძალზედ იშვიათია  ისტორიები, რომლებშიც  გრძნობებს შორისა ბალანსი დაცული.  საკუთარ ისტორიებს თავად ეს ადამიანები იშვიათად გვიყვებიან.  მაგ; გამალებით მსჯელობენ შეზღუდულობის მქონე ადამიანების დასაქმების საკითხებზე თავად ამ ადამიანების გარეშე. ძირითადი აქცენტი შექმნილ მედია პროდუქტში ყოველთვის  მხოლოდ მათ შეზღუდულობაზე კეთდება. ისეთი საკითხები კი როგორიცაა სქესი, რასა ან  სექსუალობა კი გაკვრით მოიხსენიება.

 იმ იდეიდან კი რომლის მიხედვითაც, მანკიერი ურთიერთობები  რომ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრებაში შეიმჩნევა აქ გამოვყოფთ მხოლოდ კლერის აზრსს. მისი შეხედულებით  კინოში, მისი  დაარსებიდან დღემდე ამ  ადამიანებს არასოდეს გააჩნდათ სიმამაცე და გამბედაობა. სამწუხაროდ, ეს ზღაპრები რომ  სიზუსტეს მოკლებულია ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის, ეს ყველაფერი  გამოცდილების არქონით არის გამოწვეული. ასეთ  ისტორიებს  კიდევ  ერთი ტენდენცია ახასიათებთ - მინიმუმამდე დაიყვანონ ის პრობლემები, რომლებსაც  შეზღუდულობის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოძრაობის აქტივისტი სტეპლა იანგი  ამ იდეას შემდეგი სიტყვებით ეხმიანება:  „ დიახ, ამ ადამიანთა გარკვეეული ნაწილი იღიმება კიბეზე ასვლისას, მაგრამ  რატომღაც  კამერების წინ ამას არ აკეთებს.“  „წიგნების თაროებს შორის მდგომი ადამიანები ცდილობენ პოზიტიურ ემოციებით დაიმუხტონ და სულაც არ ოცნებობენ  რომ ეს თაროები მარტო ბრაილით დაბეჭდილი წიგნებით იყოს სავსე“.  სიუჟეტების მომზადებისას  შეზღუდულობის ჩამოცილებით არა მარტო  იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს ვართმევთ, არამედ  ამ ადამიანებს სულ სხვა, მათთვის არადამახასიათებელ  თვისებებს ვანიჭებთ.  ამას კი  მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ,  რომ  მათი მოთხოვნილებები ჩვენ თვითონვე დაკმაყოფილებულად ჩავთვალოთ. დიახ,  ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ადამიანები რეალურ დაბკოლებებს აწყდებიან და ეს დაბრკოლებები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

  კიდევ  უფრო  მრავლად  გვხვდება  სიბრალულზე  გათვლილი სიუჟეტები.  კი ჩვენ მედიის წარმომადგენლები  შეზღუდული შესაძლებლობების არსებობობას ვაღიარებთ, მაგრამ ეს   ადამინური ისტორიების  შექმნისას უნდა დავივიწყოთ. ამ  ადამიანებს ჩვვეულებრივი მოთხოვნილებები აქვთ.  ისეთ ’“მიწებებულ  სიბრალულს”, როგორსაც პოპულარულ ფილმებში „ყველაფრის თეორია“ და „მილიონი დოლარი ბადისთვის“ ვხედავთ,  სინამდვილეში თანაბარი პირობების შექმნისთვის უმნიშვნელო რამ მოაქვს.  მსგავსი იდეებით გაჯერებული  ისტორიები კიდევ უფრო ართულებს ღირსეული  და თანამიმდევრულ სამედიცინო სერვისების მიღებას. ამგვარი  შეხედულები  ყოველთვის  იმ, „სხვა“,  ადამიანად დარჩენისაკენ გვიბიძგებს, რომლსაც  სამყაროსთვის  ღირებულება არ აქვს.

  ამასთანავე,  მასობრივი მედია საშუალებებით „შიშითა“და „სიბრალულით“ დამუხტული ინფორმაციის  ტირაჟირებამ,  შეიძლება აუცილებელი  სერვისების მიღება  კიდევ უფრო გაართულოს.  სავსებით შესაძლებელია ეს ადამიანები კვლავ ჯანმრთელობის დაცვის, განათლების,  საცხოვრებელი ადგილის არჩევის და შესაბამისი კანონმდებლობის გარეშე დარჩნენ. მთლიანობაში კი საზოგადოების მხიდან საკითხის ასე ნეგატიურად აღქმა,  განპირობებულია  მედიით მოწოდებული ინფორმაციით.   ტელევიზიით თუ  რადიოთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ყოველთვის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე   წუწუნებს. სინამდვილეში საქმე სსხვაგვარადაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სტიგმის იმდენ რაოდენობას აწყდებიან, რომ მედია საშუალებებს ურჩევნიათ მათზე სულაც  არ ამოიღონ ხმა, განსაკუთრებით ეს ჰოლივუდში შეიმჩნევა.

 თავი და თავი პრობლემისა საკითხისადმი  ერთიანი მიდგომის  არასებობაა. მას შემდეგ რაც 2005 წელს,  ჰოლივუდის გილდიამ განაცხადა, რომ დაახლობით 1200 მსახიობს  სხვადასხვა ტიპის შეზღუდულობა ქონდა, მაინც აქედან  უმნიშვნელო რაოდენობამ მიიღო სამუშაო. შშმპ აქტივისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს მსახიობებიც  წელიწადში მხოლოდ  4.1 % დღით იყვნენ დასაქმებულები. მათი უმრავლესობა სამუშაოს არქონის ძირითად მიზეზად  დისკრიმინაციული მიდგომას ასახელებდა. მცირე ნაწილი კი ამის მიზეზს შესაბამისი როლების  არარსებობაში ხედავდა.  ათი წლის განმავლობაში ძალიან ცოტა რამ შეიცვალა.  ამ საკითხით  მასობრივი მედია საშუალებების  დაინტერესება  კიდევ უფრო შემცირდა, 2014 წლის მონაცემებით  პროცენტული  მაჩვენებელი 1,4-დან  1-მდე შემცირდა. დღეს ჩვენს მედია სივრცეში არსებულ   376 შოუში  სულ 8 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია.   .


 და მაინც, მსახიობებისათვის სანატრელი როლების ხელმიუწვდომლობა ამ საზოგადობის დანაჩენი წევრებისთვის „აღსრულებულ მისიად“ ითვლება. უმრავლეს შემთხვევაში  ჰოლივუდის დირექტორი და მისი ადმინისტრაციის წევრები შეზღუდულობის მქონე  მსახიობებს ვერც კი ნახულობენ.   და თუ ამ მსახიობების მოთხოვნები  შესაბამის სტრუქტურასთან გაჟღერებული არ იქნება, ბუნებრივია გათვალისწინებულიც არ იქნება.   სტერეოტიპების წყალობით დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონა მსახიობები  კინოშიც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონა ადამიანებს განასახიერებენ. სანატრელი როლები ისევ ხელმიუწვდომელია.  ყოველივე ეს   საკითხის სხვა, უფრო მაღალ დონეზე გადანაცვლებას  უშლის ხელს.


 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში არსებობს  ლოზუნგი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ სულ ცოტა  ხნის წინ  მოძრაობის აქტივისტებმა ლოზუნგი კიდევ  უფრო შეამოკლეს „არაფერი ჩვენს გარეშე“: მასობრივი მედია საშუალებები არასდროს  გვიჩვენებენ  შეზღუდული შესაძლებლობების რეალურ არსს.  ეს   უმეტესწილად იმის გამოა, რომ ეს ადამიანები არც კამერასთან და არც კამერის ობიექტივში არ ხვდებიან. უფლებების  რეალურად განხორციელებისთვის აუცილებელია ისინი  მედიის ყველა საშუალებებში იყვნენ წარმოდგენილები. რაც უფრო მეტი ადამიანი უყურებს მათ  და საკუთარ ისტორიებს პირადად მათგან მოისმენს, მათი საზოგადოებრივ ცხოვრბაში ჩართვის შანსი მით უფრო გაიზრდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий