
იქნებოდა გახვრეტისგან დაზღვეული, მაგრამ წერას უკვე ატანილი ვყავდი და მასაც უნდა გაეძლო. ზოგჯერ კი ისეც ხდებოდა,რომ მავანს თავისუფლად შეეძლო მომდევნო მესამე ან მეოთხე ფურცელზე გაღწეულ უფერულ ასო-ნიშანთა გარჩევაც. იმ ცნობილი მოთხრობისა არ იყოს, რომელშიც ბავშვის დღიურის ფურცლები ცუდი ნიშნის ჩაწერისას ხმამაღლა კვნესოდნენ, ადვილი წამოსადგენია, რა ვაი-ვუი გაჰქონდათ ჩემს რვეულის ფურცლებს. ამ ხმების გადაფარვას ლამაზი სტრიქონების მოფიქრებით ვცდილობდი.
მიუხედავად უამრავი სიძნელისა ყველაზე მეტად ,,ნათიურის" პირველი საფეხური მეტკბილება. მართალია ჩემი
ო სულაც არ გავდა სხვების ო-ს, მეტიც, ჩემდა უნებურად იგი ბევრჯერ თ-დაც ქცეულა, მაგრამ აქ მარტივი გამოსავალი იყო. ამ ბგერას იმ ნიშნით
ვწერდი, რომელიც „“მთვარის მოტაცების“ ავტორს სასტიკად სძულდა: L. მერე რა რომ
სულაც არ მომწონდა ერთკბილიანი ლ ან დ, სამაგიეროდ, მათ გამოყვანას ნაკლები ენერგია
სჭირდებოდა. აი პ -ს და ჰ-ს ვერაფერს ვუხერხებდი, ხან ჰ-დ გადაიქცეოდა ხოლმედა ხან პ-დ, ხან კი, პ დაიჩემედა
ჰ-ობას. ხან ეს ჰ ზემოთ იმდენ კბილს გაიკეთებდა
გეგონებოდათ მართლა ჰაერში მიიწევსო : გ-ს და ბ-ს
თავიანთი ვებერთელა მუცლის გამო ვერასოდეს ვტევდი დახაზულ ბადეებში. ფურცლიდან ხან ტ დამეჯღანებოდა, ხან კ-დ , ხან ფ აცეკვდებოდა და ხან -ყ. ჩემი ხელები ჩემს მდგომარეობას უფრო უსმენდნენ ვიდრე ჩემს ტვინს.
მათ დატუქსვას აზრი არ ქონდა.
მიუხედავად ამისა, საშინაო დავალებებსა თუ საკლასო სამუშაოებს მაინც ყოველღე ვასრულებდი. ვწერდი
საკონტროლოებსაც. რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, მასწავლებეელი ასწორებდა თუ არა ჩემ ნაწერს, "ნათიურით" დაწერილს მხოლოდ მე ვკითხულობდი. ეს სავსებით მაკმაყოფილებდა. მთავარი გახლდათ საკუთარი თავისთვის უშეცდომოდ დამეწერა
დავალება. დამეწერა მაშინაც კი, როცა ნეკა
და შუა თითზე უშნოდ წამოზრდილი ბებერები სკდებოდა და ფურცელს წითელი ლაქებით მისვრიდა. ერთი რამ გარანტირებული
მქონდა: საიდუმლოს ვერავინ წაიკითხავდა, თუნდაც
ყველასათვის გამოსაჩენ ადგილას დამედო. ზოგს ბავშვის ნაჯღაბნი ეგონებოდა, ზოგსაც ჩინური
იეროგლიფები.
აი, საიდუმლოს კი ვეღარ მინახავდნენ საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი ფურცლები, რადგან მანქანაზე დაბეჭდილს
სხვებიც ადვილად კითხულობდნენ. ამიტომაც იყო,რომ ჩემს ნაბეჭდებს შიშნარევი
სიხარულით შევყურებდი. თავდპირველად უკვე ნაცნობი სტრიქონების დაბეჭდვა უნდა მესინჯა,
ისე, უბრალოდ მაინტერესებდა რა გრძნობაა, როცა შენს დაწერილს სხვებიც ადვილად კითხულობენ.
მომეწონა. თაბახის ფურცლებზე გადამქონდა ჩემთვის ძვირფასი სტრიქონები და საყვარელი ავტორების გამონათქვამები . საიდუმლო
ნაწერებისთვის კი მაგიდის ჩაკეტილ უჯრაში მოიძებნა ადგილი. სულ მალე საბეჭდი მანქანის კაკუნიც გავიშინაურე და პირველი ანაზღაურების სიტკბოსაც მისი მეშვეობით გავუგე გემო.
ახლი ტექნოლოგიები ,,ნათიურს" ხან Sylfaen-ით ცვლის და ხანაც Times
New Roman-ით,რომელთა წყალობითაც ოცდაცამეტივე ასო ზედმეტი
ხაზებისგან დაზღვეულია. აი, ასოების „ყლაპვას“ კი ვერც სხვადასხვა წლის WORD-მა უშველა რამე.
ნათი, მოხვედი?
ОтветитьУдалитьკეთილი იყოს შენი მონბრძანება!
Sylfaen და Times New Roman-იც გელოდებოდნენ და ...
შენი მკითხველებიც
მომნატრებიააა
Удалитьძალიან მომეწონა, ნათია, შენი სტატია და ძალიან გამიხარდა. სწორედ ეს წერილი მჭირდებოდა ძალიან საინტერესო საქმისათვის, რომლის პრეზენტაციაზე აუცილებლად დაგპატიჟებთ. რაც შეეხება "კალამი უფრო ძვირფასი გამოდგაო"–მე გირჩევ, ზოგჯერ ახლაც წერო, ყველაფრის მიუხედავად. იმიტომ, რომ, როგორც გრაფოლოგები ამტკიცებენ,წერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გონების განვითარების პროცესში ; ხელის და თითების განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის პროგრესთან, ხოლო ხელწერა არის ინდივიდუალური უნიკალური, ყველასაგა გამორჩეული და სურათზე თუ შენი ნაწერია, ნუ ჩაანაცვლებ მას მაღალი, უსულო ტექნოლოგიებით .ასეთი ლამაზი ნაწერი კარგა ხანია არ მინახავს.
ОтветитьУдалить