понедельник, 15 февраля 2016 г.

ზოდიაქო ეს ადამიანის ცხოვრებაა

შენი ზოდიაქო ეს ადამიანის ცხოვრებაა-ერთი მთლიანი თავი.. აგერ ვერძი თუ ცხვარი,-გახრწნილი ძაღლი-ის გვამრავლებს დედამიწაზე; აქვეა სარქენად გამზადებული კურო, თუ ხარი, შემდეგ მარჩბივი ანუ ტყუპები მოდის, ესე ბიწიერება და სათნოება, ჩვენ ვცდილობთ სათნობას ვეზიაროთ, მაგრამ ამ დროს უცებ გამოჩნდება კირჩხები და უკან გვეწევა, ხოლო აქ, როგორც კი გაცდება სათნოებას,
გზაზე მბდღვინავი ლომია გაწოლილი-იგი გამძვინვარებული გვკბენს და უხეშად გვარტყამს მხარზე თათს, ძლივს მისგან თავდახსნილნი ვესა ლმებით ქალწულს, ესე იგი ჩვენს პირველ სიყვარულს; ჯვარს ვიწერთ და გვგონია მარადიულ ბედნიერებას ვეწიეთ, რომ უეცრად ჩვენს წინ ჩნდება სასწორი-ბედნიერება აწონილია; და იგი არ არის საკმარისი; ჩვენ ძლიერ ვნაღვლობთ ამაზე და უცებ ერთს მაგრად შევხტებით!-ეს ღრიანკალი წამოგვპარვია უკნიდან და დაგვგესვლა; ვცდილობთ  წყლული მოვიშუშოთ და  მაშინვე ზზზ  ყოველი მხრიდან ჩვენსკენ ისრები მოზუზუნობს; ეს მშვილდოსანი ერთობა მოცალეობის ჟამს. ძლივს ჭრილობიდან ისრებს ვიძრობთ და ფრთხილად ჩვენს გასატარნავად თხის რქა მოჰქრის. მთელი სისწაფით გვეჯახება იგი და,  ღმერთმა იცის საით გადაგვისვრის; იქ კი მერწყული მთელ წარღვნას გვაღვრის თავზე, საბოლოოდ ჩვენ ვიძირებით და წყლის ქვეშ თევზებთან  ერთად გვძინავს..


                                                             ჰერმან მილვეილი

1 комментарий:

  1. ნებამიბოძეთ არ დავეთანხმო ბატონ მილვეილს უძირო პესიმიზმში.
    მხოლოდ მშვილდოსანზე მოგახსენებთ - ...ვცდილობთ წყლული მოვიშუშოთ და მაშინვე ზზზ ... ... ეს მშვილდოსანი ერთობა მოცალეობის ჟამს ... და ნატყორცნი ისრით მიგვანიშნებს საით წავიდეთ ჭრილობების მოსაშუშად.

    ОтветитьУдалить