"იმედით გულმოცემულმა მამიდამ გადაწყვიტა თავისი ნიჭი პატარა ანიზეც გამოეცადა, მაგრამ ამჯერად მარცხი განიცადა. პატარა ანი უასაკო არსება გახლდათ. არაპროპორციული დიდი თავი ჰქონდა. გამუდმებით გაღიმებული სახე. მონღოლური ირიბი თვალები. მოწაფესავით გამოწყობილი. მუხლებამდე აწეული წინდებით.
ბავშვური ვარცხნილობითა და თმის სამაგრებით დაბის ქუჩებში თავისუფლად დასეირნობდა. ძალიან იყო გაამაყებული თავისი ბაფთებით, რაც ზეელეგანტურობის მწვერვალი ეგონა და ყოველ შემხვედრს, როგორ ხარო რომ ეკითხებოდა პასუხობდა: "პატარა ანი ხვალ პარიზში". ბოლოს სურვილი აუსრულდა, პარიზში მოხვდა, სადაც მის უწესრიგოდ გაფანტულ ქრომოსომებს ბოლოს და ბოლოს თავი მოუყარეს და პასის ქუჩაზე საკონდიტროს თავზე მოთავსებულ მისი უფროსი დის ოთახში გარდაიცვალა. საინტერესოა, მდიდარი კვარტლების მაცხოვრებლებს, რომლებიც შეიძლება ისეთი გულგრილნი არ იყვნენ, როგორიც ჩვენ ვართ, ეუბნებოდა თუ არა, რომ ხვალ პარიზში მიდოდა. იმ გადამთიელის მსგავსად, რომელიც რომში რომს ეძებდა და რომში რომი ვერ ამოიცნო? "პარიზი" ერთადერთი სიტყვა იყო, რომლის წაკითხვაც ისწავლა, ისიც მამიდაჩემის ეშმაკობის წყალობით: ასოების მაგივრად ეიფელის კოშკს უხატავდა. ასე, რომ დაინახავდა თუ არა ამ მონუმენტს, მას ერთს მილიონი დამთვალიერებლებიდან, ერთმანეთში გადახლართული რკინის ღერძების წნულით, ალბათ უნდა ამოეცნო აღთქმული ქალაქის სახელწოდება"

Комментариев нет:
Отправить комментарий