ვზივარ და ვფიქრობ მაინც ვისი უფლება დაირღვა იმ ისტორიაში, რომელიც ეროვნული პრევენციის მექანიზმის მიერ სახელმწიფო ზრუნვის ერთ-ერთ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შეზღუდულობის მქონე ქალბატონი, რომელიც ეტლის არქონის გამო მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში გახლდათ, დედათა წესის კრიტიკულ დღეებს პლასტმასის
საყოფაცხოვრებო ტაშტზე დამჯდარი ატარებდა. თხოვნის მიუხედავად, მომსახურე პერსონალმა საკუთარი შრომის გამარტივების მიზნით მას ჰიგენური პაკეტი არ მიაწოდა... ალბათ დამეთანხმებით, ძნელია გაარკვიო აღნიშნული ფაქტით ადამიანის უფლება დაირღვა, ქალის თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის. პირადად მე, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის დანაშაულად მივიჩნევდი. ისეთ დანაშაულად, რომელიც ყოველგვარ კონვენციებსა თუ საერთაშორისო აქტებს გადასწონის. იქ, სადაც შენი ელემენტარული ქალური ბუნება ღირსების შემლახავი მოპყრობის საფუძველი ხდება, ძნელია ცხოვრებაში რაღაცის ხელმისაწვდომლობა ირწმუნო... შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების უფლებასა და ღირსებას ზოგჯერ ის ადამიანები ულახავენ რომელთაც მათი სიყვარული და პატივისცემა გენეტიკურ კოდში უნდა ედოთ: ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში მცხოვრები ქალბატონი დედას და ძმას რამდენიმე წელი ჩაბნელებულ ოთახში ყავდათ გამოკეტილი. ოთახის ერთადერთი ფანჯარა ფიცრებით აეჭედათ და მასზე ჭუჭყიანი ზეწარი ჩამოეფარებინათ. საკუთარი ახლობლებისგან მოწყობილ საკანში მხოლოდ რკინის საწოლი, რკინის გრძელი სკამი და მოშიშვლებული ელექტროღუმელი იდგა. ახალგაზრდა ქალი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, რის გამოც დროის უმეტეს ნაწილს ბეტონის იატაკზე ატარებდა.ოთახში გამეფებული სუნისა და ანტისანიტარიის შემხედვარე ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ამ პირობებში შეიძლებოდა ადამიანს ეცხოვრა. "მზრუნველი" მეურვეები" ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობდნენ. მათ ამის უფლებას კანონი აძლევდა... მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წევრების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი ქალის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. თუ ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პირად ცხოვრებაზე საუბარს ორივე მხარე შეუგნებულად თუ შეგნებულად არიდებს თავს, ჩვენს რეზიდენტულ დაწესებულებებში ამას ჰუმანური მოტივით კრძალავენ: "თქვენ ყველანი და-ძმანი ხართ და თქვენს შორის სიყვარული არ შეიძლება" მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების ომბუცმენის მიერ გაკეთებულ საანგარიშო მოხსენებებში ცალკე თავები დაეთმო ბენეფიციართა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა-პატივისცემას და შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიცა ამ მხრივ მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ამის საილუსტრაციოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამ ერთი შემთხვევის საფუძველზეც საკმარისია სათანადო დასვნების გაკეთება: მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ქალბატონის შვილი დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზესტაფონის წმინდა ბარბარეს სახელობის ობოლ დაა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსონატში მცხოვრები ქალბატონი შვილის მონახულებას თვეში ერთხელ როგორღაც ახერხებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ იგი საცხოვრებლად მარტყოფში გადაიყვანა, შვილის ნახვას ვეღარ ახერხებს. მონიტორინგის დროს მან აღნიშნა, რომ უკვე თითქმის ნახევარი წელია შვილი არ უნახავს. მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ კეთილი ნებაც კმარა. ვკითხულობ საკუთარ დაწერილს და უნებურად ის ტკბილი მოხუცი მახსენდება, რომელმაც ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ყოველგვარი სამართლებრივი აქტისა და კონვენციის ცოდნის გარეშე მარტივად აუხსნა პირადი ცხოვრების საყოველთაო უფლება... "-ბებო ქინძი გაქვს? -კი.კი-უთხრა მოხუცმა და ყველაზე დიდი კონის ჩასადებად პოლიეთილენის პარკს დაუწყო ძებნა _-შენი გოგონა როგორ არის შვილო? -ჩემი??? -დაიბნა გოგონა. სახეზე წითელმა ფერმა გადაჰკრა -ალბათ ვიღაცაში გეშლები ბებო- გაბზარული ხმით აუხსნა მოხუცს მოხუცს არც მისი სიწითლე და არც ხმაში გაჩენილი ბზარი გამოპარვია -შეიძლება შვილო, მაგრამ მას ხომ ყავს... ეს ყველაფერი ბუნების წესია ჩემო მშვენიერო ადამიანის არანაირ მდგომარეობას მისი შეცვლა არ შეუძლია". ბუნება კი ძალდატანებას ნაკლებად იტანს.

Комментариев нет:
Отправить комментарий