შეზღუდულობის მქონე ადამიანებზე.
მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში დიდი წილი მკთხველის თუ მნახველის არასათანადოდ ინფორმირებულობაზე მოდის. რატომ უნდა გავეცნო ისეთ მასალას, რომელთა სათაურებიც იმთავითვე მთრგუნავს და მაშინებს.
ამიტომ მორალურ პასუხისმგებლობას დღეს არ წაკითხვითა და არ ნახვით მივაყუჩებ.
მომავალი თაობის დაეჭვებულ კითხვას კი, თუ, რატომ ვერ ამოდის მავანი საზოგადოებრივ ტრასპორტში,მარტივ, ერთსიტყვიან პასუხს გავცემთ -„ავადაა“. არადა, ამ ავადობის მიზეზი, სხვა სერიოზულ მიზეზთა შორის შესაძლებელია სწორედ იმ ცუდად დასათაურებულ მასალებშიც ამოგვეკითხა,თუმცა,მაშინ რაღაც უხილავმა ძალამ ინფორმაცია სათაურის წაკითხვისთანავე გადადო გვერდზე.მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში დიდი წილი მკთხველის თუ მნახველის არასათანადოდ ინფორმირებულობაზე მოდის. რატომ უნდა გავეცნო ისეთ მასალას, რომელთა სათაურებიც იმთავითვე მთრგუნავს და მაშინებს.
ამიტომ მორალურ პასუხისმგებლობას დღეს არ წაკითხვითა და არ ნახვით მივაყუჩებ.
ჩვენს მედიაში შეზღუდული შეაძლებლობების მქონე ადამიანების პრობლემებზეც და მიღწევებზეც დაჭრილი სტატიები, უკეთეს შემთხვეაში, თავიდანვე გამორიცხავს თანასწორობის იდეას (უსინათლო გოგონას სევდიანი და იმედიანი თავგადასავალი), უარესს შემთხვევაში კი ,ლამის ქვეყნიერების დასასრულს მოასწავებს („შუმახერი დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის“ „გამბედავი უნდა იყო რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო“). ბეჭდურ და სოციალურ მედიაში ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული სათაურებში ოფიციალურად აღიარებული ტერმინის დამახინჯებაც („უნარშეზღუდული გოგონას არაჩვეულებრივ ნამღერს ჟიური ფეხზე წამოუდგა“, „უნარშეზღუდული ქირურგის საოცრება-ექიმი რომელთანაც პაციენტები რიგს იკავებენ“ „ნორმალურობით უნარშეზღუდული“). ხშირად გვხვდება ისეთი სათაურებიც, რომლებსაც თითქოსდა ლოგიკურად სიტყვა „მადლობა“ უნდა მიაწერო („გადაადგილება შეზღუდულ პირებს ხვალ ეტლები გადაეცემათ“, „შშმ პირებიც საყოველთაო სადაზღვეო პროგრამაში ერთვებიან).
მაინც რა შეუძლია სათაურს? ექსპერტების აზრით, სათაურს შეუძლია დააკნინოს ტექსტის შინაარსი და მნიშვნელობა ან პირიქით, თითქოსდა კარგად მოფიქრებულმა სათაურმა მკითხველს შეიძლება მოლოდინიც გაუცრუოს. ეს მაშინ, როცა სათაური აღემატება ტექსტს თავისი ეფექტურობით.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციული ბალანსის არსებობა სათაურსა და ტექსტს შორის. ასეთი ბალანსი მეტნაკლებად დაცულია იმ მედია პროდუქციაში, რომლებსაც თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ან ამ საკითხზე მომუშავე პირები ქმნიან („მელოდია“; „საპირველსექტემბრო“; „ბარირებით სავსე ქვეყანა“).
სათაური იმთავითვე უნდა გვამცნობდეს დაწერილი ტექსტის ძირთად აზრს, მაგრამ მისი კავშირი პრობლემატიკასთან კითხვის პროცესში უნდა ხდებოდეს ნათელი მკითხველისათვის. მაგ: “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონას ჟიური ფეხზე წამოუდგა“. თუ, ამ სათაურს წინ ერთ სიტყვას - „რატომ“-ს დავამატებთ და ამის მიზეზების გარკვევას შევეცდებით, მკითხველი ბოლოს თვითონვე გასცემს კითხვაზე პასუხს. გარდა ამისა, მსგავსი ფრაზები და სიტყვები ერთგვარი ინტრიგის მატარებელიცაა. მსგავსი სათაურების მქონე ტექსტებს მკითხველი ადვილად ვეღარ „გადაურბენს“ და „იძულებული“ გახდება თვალის გადავლებით ჟიურის ფეხზე წამოდგომის თუნდაც ერთი მიზეზი ამოიკითხოს.
და კიდევ, სათაური არ უნდა იქცეს მზამზარეულ ამოხსნად ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორს თავიდანვე სათაურში არ უნდა გამოჰქონდეს ის რაც ლოგიკურად თხრობის დასასრულისთვისაა განკუთვნილი. დამეთანხმებით, სათაური ტექსტის აღქმის ერთგვარ კუთხეს მკითხველს და პირველ ხანებში, კითხვის პროცესაც წარმართავს. იგი უნდა შეიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ავტორისთვის სასურველი მიმართულებით აამოქმედებს მკითხველის წარმოსახვას. იგი გარკვეულ საკვებს უნდა სთავაზობდეს მკითხველის ფანტაზიას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საკითხებზე არსებული ინფორმაცია სათაურებითვე ავლებს წითელ ხაზს, წითელი ხაზის გადასაკვეთად კი საზოგადოება ნაკლებად პოულობს დროს.
აქვე მინდა ორიოდე სიტყვით იმ გამოცემების სათაურებსაც შევეხო, რომელებიც უშუალოდ ამ ადამიანების შესახებ წერენ: „განსაკუთრებული ჟურნალი“- რატომ უჩენთ საზოგადოებას სენსაციურობისა და ადამიანურობის მიღმა არსებულის მოლოდის? აქედან ხომ „გმირობამდე“ ერთი ნაბიჯია. ეს „გმირობა“ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი შშმპ-სთვის ისეთივე ტვირთია, როგორც საზოგადოებისგან მოკერებული სხვა იარლიყი. ცოტა არ იყოს საჩოთიროდ მეჩვენება გამოცემისთვის რელიგიური სახელის დარქმევაც (ნათლის სვეტი).
იქნებ მოვიდა დრო ჩვენი „იმედი+ „ რომელიმე მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვით შევცვალოთ და ამ სიტყვას საქმეც მოვაყოლოთ. სულ ცოტა ხნის დაარსებული ინტერნეტ ჟუნალის სახელწოდება „მე ვარ“ ვფიქრობ, სრულად გამოხატავს მის ძირითად მისიას: საზოგადოებას ხელახლა გააცნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თავიანთი შეუზღუდავი შესაძლებლობებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий