вторник, 16 декабря 2014 г.

ტელეკომპანი "რუსთავი 2" გენერალურ დირექტორს

"კარგათ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ხდება სცენაზე. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ადამიანები პირველი შესვლის მერე აბსოლუტურად არ ვარდებიან რიტმიდან და თან აუცილებლად მიაქციეთ იმას ყურადღება, რომ რამდენიმე ჭრაა ამ კომპოზიციაში და ახალი შესვლაა ცეკვაში ტემპის ცვლა, რამდენიმე ახალი ჭრაა ამ ცეკაში ანუ ფილიგრანულად ზუსტად უნდა იცოდე არამარტო თითოეული მოძრაობა, არამედ მოძრაობებს შორის რა ინტერვალი უნდა დაიჭირო და ეს უნდა იცოდე არა ყურით, არამედ შინაგანად. მათ მუსიკა არ ესმით. ამას მოცეკვავეები გრძნობენ ყურით და მიყვებიან მუსიკას და აქ ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებსაც მუსიკა არ ესმით და ამას ითვლიან შიგნით გულში, ეს არის წარმოუდგენლად მაგარი რაღაცაა. ეს მართლა უნიკალური რამ და ამ ადმიანებმა მემგონი დაიმსახურს ის, ჩვენ ისინი კიდევ ერთხელ ფინალში ვიხილოთ აუცილებლად." ბატონო ნიკა! თქვენს მიერ ნიჭიერის კონკურსანტების შეფასებაში სიტყვაც არ შემიცვლია, უბრლოდ, მის მიმდევრობაში შევიტანე კორექტივები. ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა საზოგადოების წინაში პირველ რიგში იმ ღირსებებით წარდგეს, რომელიც მას გააჩნია და მხოლოდ ამის მერე დაასახელოს ის დაბკოლებები ამ ღირსების წარმოსაჩენად გადალახა. ჩვენ ცოტა გვეხამუშება ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელიც თავისი არაინფორმირებულობის გამო უნიკალურად თვლის ჩვენს ნებისმიერ გამოხატვას. არც იმის წინააღმდეგები ვართ რომ ჩვენი ჩვეულებრივი ცეკვა კიდევ უფრო დავხვეწოთ და არაჩვეულებრივი გავხადოთ. გაკეთებული შენიშვნები ორივე მხარეს გაზრდაში და კიდევ უფრო მეტის მიღწევაში თანაბრად დაგვეხმარება. კეთილი სურვილებით

Комментариев нет:

Отправить комментарий