воскресенье, 21 сентября 2014 г.

აქცენტები

ტენესში მდებარე დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
 ამერიკის შეერთებულ შტატებში დღევანდელი მონაცემებით 400-ზე მეტი დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ფუნქციონირებს.
ჩემი მუშაობა ორი სიტყვით შეიძლება დავახასიათო უპრცენდენტო ერთგულება და ცენტრის მუდმივი განვითარების სურვილი.

ტენესში, ნეშვილის ცენტრში ვცდილობთ ადამიანებს შევთავაზოთ დამოუკიდებელი ცხოვრების ნაციონალური საბჭოს მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხუთი აუცილებელი მომსახურება:
  1. მხარდაჭერა (თანადგომა); 
  2. ინფორმაცია და მითითება; 
  3. ინდივიდუალური და სისტემური ადვოკატირება; 
  4. დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ -ჩვევების შესწავლა; 
  5. გადასვლა. 
მხოლოდ 2014 წელს, ნეშვილის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში, მიღებული გამოცდილების შემდეგ მივხვდი რომ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ასეთი ცენტრების დანიშნულებაზე, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია კვალიფიციური სოციალური მუშაკის ჩამოყალიბებაზე. სხვა უამრავი უმუშევარის მსგავსად მეც ვცდილობდი ჩემი კვალიფიკაცისა და გამოცდილების შესაბამისი სამსახურის შოვნას. ამასთანავე მოსვენებას არ მაძლევდა ის აზრი, რომ მუშაობა დამეწყო იმ ორგანიზაციაში რომელსაც „ადამიანები ადამიანებისთვის“ მართავდნენ. ვინ უნდა იყოს უკეთ კვალიფიცირებული იმაზე რომ იმუშაოს შრომისუუნარო მოსახლეობის პრობლემებზე თუ არა თავად ამ სტატუსის მატარებელი ადამიანი? მართალია ჩვენს ცენტრში ნახევარზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მუშაობენ მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულს თავისი ისტორია აქვს და თავისი წილი სირთულეებიც გამოუვლიათ, სავსებით ბუნებრივია გამოცდილებაც სხვადასხვაგვარი იქნება. ჩვენ სულაც არ გვჭირდება სიბრალული. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გავერთიანდებით და შევქმნით არაჩვეულებრივ, ყოვლისშემძლე გუნდს. აი, მწირი ინფორმაცია ჩვენს შესახებ:
 ენი ეუბანკი. ( აღმასრულებელი დირექტორი) (მიხარია რომ ქალია ნ, გ
ენი სოციალური მუშაკის სტაუსით 1995 წლიდან ეუფლობა ეტლით მოსარგებლე ადამიანების საზოგადოებაში. მანამდე მან ერთი ორი რამ თუ იცის ამ ჯგუფის შესახებ. რამდენიმე წელი კალათბურთსაც თამაშობდა... გამოცდილებით ენი შრომისუუნარო ადამიანთა მასობრივი ნაციონალური ორგანიზატორივითაა. იგი მწერალი და პუბლიცისტია. რის გამოც თავისი მოღვაწეობით საზოგადოების ფართო სპექრტს მოიცავს. მას ორგანიზაციაში ის ვნება და ზმანება შემოაქვს, რომელსაც შეუძლია მთელ ტენესის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა აყოლიება. ჩვენთან ყოფნის ექვსი თვის მანძილზე ემიმ შექმნა უფლებამოსილი და შემოქმედებითი გარემო. 

სარა მიულერი: მე გაპობილი ხერხემლით, ე.წ მიენგოცეფალიით დავიბადე ვისკონსის შტატში ქალაქ მილოუკში. მაართალია, მიენგოცეფალია ხერხემლის ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა, მაგრამ ის ფორმა, რომელიც მე მაქვს ყოველთვის მარტივად ითვლება.
მსგავსი დაავადების მქონე ნაცნობები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ მე მათნაირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ ვარ. ჯანმრთელობასა და დაავადებას შორის ბალანსის დასაცავად საავადმყოფოში უამრავი დრო გამიტარებია. დროთა განმავლობაში ინტერესი გამიჩნდა მემუშავა იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ და სხვა დაავადების რთული ფორმით იტანჯებიან. მე ხელოვნებით, ცხოვრების გახედვნით, ადამიანების აღზრითა და წერით ვარ გატაცებული. ჩემი ამ ცენტრში ყოფნის მიზანია ადამიანებს გადავდო ის თავდადება, რომლითაც ჩემი ცხოვრებაა საცსე. 

ემილი ხოსკინსი (დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის სპეციალისტი) ემილი ილინოსის შტატში ხერხემალზე სიმსიმნით დაიბადა. სიმსიმნის ამოკვეთამ მას ხერხემალი დაუზიანა. შედეგი-პარაპლაგია. ამის გამო მას დღემდე უწევს რემისის პერიოდში ყოფნა. თუმცა ამ ყველაფერს უკვე გამტკიცებულ რეპუტაციაში ხელი არ შეუშლია. საუკეთესო სპორტული კარიერა, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის წოდება. პარაოლიმპიურ თამაშებში ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთში ემილი ორგზის გახდა ოქროს მედლის მფლობელი. იგი გატაცებით მუშაობს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან. მისი კიდევ ერთი გატაცებაა ძაღლები. ამჟამად ემილი და მისი ძაღლი მარლი სწავლობენ თუ როგორ შეიძლება გახდეს ძაღლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამხმარე. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ემილის დაბრუნებას. 

ემილი მოზლი (სოცილური მუშაკი და დამხმარე ტექნიკის გამოყენების მასწავლებელი) ემილი აქ, ნიშველიში დაიბადა და გაიზარდა. დღენაკლულობის გამო მხედველობის პრობლემა მას დაბადებიდან აქვს. ის ცენტრში მოვიდა როგორც ლიცენზირებული სიოციალური მუშაკი და ადვოკატი. იგი გახლავთ დამხმარე ტექნიკის გამოყენების კვალიფიცირებული მასწავლებელი. ინგლისურ ენის გარდა ემილი კარგად ფლობს ესპანურ ენასაც. ეს სამუშაო ემილისთვის ზედგამოჭრილია. იგი დიდ გატაცებით მუშაობს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ კლიენტებთან და მომხმარებლებთან. როგორც ადვოკატი იგი მუშაობს ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ პიროვნებთან. ეშლი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგაც იბძვის. ეშლი განსაკუთრებულად მოტივირებულია იმისთვის, რომ მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს დაეხმაროს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში. მან კარგად იცის, რომ ეს გზა განსაკუთრებით რთულია ძალადობის მსხვერპლ პიროვნებებისთვის. ეშლის რამდენიმე წამში ნებისმიერ პიროვნებასთან შეუძლია დაამყაროს კონტაქტი. ეშლი განურჩევლად ყველასთან საკუთარი თავის გაცემის უდიდეს ტალანტს ფლობს 

პატრიკ გალახერი (დასაქმების სპეციალისტი) პატრიკიც ტენესის შტატში ბავშვთა ცერებრული დამბლით დაიბადა. იგი დასაქმების სპეციალისტია და ჩვენ თანამშრომელთა არსებულ ქსელში მუშაობს. პატრიკი თითოეულ კლიენტს იქამდე მიყვება, სანამ მას მისი მომსახურება სჭირდება. პატრიკი გახლავთ ყველაზე გულმოდგინე და საუკეთესო ორენტაციის მქონე ადამიანი იმათ შორის, ვისაც აქამდე შეხვედრილხართ. პატრიკის გასაოცარი უნარი აქვს ქსელში თვალი ადევნოს თავის პოტენციურ კლენტებს და აღმოაჩინოს მათთვის ახალი შესაძლებლობები. 

დილან ბრაუნი (სპეციალისტი) დილანმა ხერხემლის ტრავმა ავტო ავარისიის შედეგად 20 წლის ასაკში მიიღო. მისი ცხოვრება ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ დაუკაშირდა., როდესაც იგი ავარიის შემდეგ ჩატარებული ოპერაციის მერე თავს დათრგუნულად და სხვაზე დამოკიდებულად გრძნობდა. დამოუკიდებელი ცხოვრების ყოფილი სპეციალიტის, ფლოიდ სტუარტის დახმარებით დანიელმა საკუთარ თავში აღმოაჩინა ახალი რესურსი და რამდენიმე ახალი შესაძლებლობა, რომელმაც ახალ, უცნობ, შესაძლებლობებით აღსავსე სამყაროს მისცა დასაბამი. დილანი წლების მანძილზე აქტიურად მონაწილობდა მოძრაობაში ახლა მას უკვე აქვს შეღწევადობასთან და იმ კანონები ცოდნის დიდი მარაგი, რომლებებიც შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ადამიანებს ეხებათ. იგი თავის თანატოლებში დიდი მხადაჭერით სარგებლობს. 

სტივენ გლოწისკი (პროექტის დირექტორი) სტივენი ყველაფერს წვდება. იგი ხსნას პოვლობს ჩვენი იტერაქტიული ტექნოლოგიისათვის, აკმაყოფილებს აიპი და ტრენინგებთან დაკავშირებულ ყოველგვარ მოთხოვნილებებს. ყოველივე ამასთან ერთად იგი სანიმუშო კოორდინაციას უწევს ჩვენს მრავალრიცხოვან პროექტებს. იგი საუკეთესოდ პ აგიხსნით პრობლემას. მთელი მისი დრო ყველას მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მიაქვს. იგი ამას თავგანწირვით აკეთებს. თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ მისნაირი გამოცდილი და შეუპოვარი კადრის პოვნა სარა მიულერი ნეშვილის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის სპეციალისტია. იგი ბოლო ათი წლის მანიძილზე ცდილობს წაახალისოს შშმ ადიანები, იმისთვის, რომ მათ თავად მართონ საკუთარი ცხოვრება. სარასთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: sarahm@cilmtn.org თარგმანი 

თარგმანი: ნ. გოგოლაშვილი
 
წყარო: http://usodep.blogs.govdelivery.com/2014/07/18/a-day-in-my-life/

Комментариев нет:

Отправить комментарий