четверг, 11 сентября 2014 г.

书的历史

ლონდონის მეტროთი ტრენინგებიდან სასტუმროში მიმავალს უნებურად დათო ტურაშვილის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ნათქვამი გამახსენდა - ყველაზე მეტს ინგლისში კითხულობენო. ამჯერადაც გაგონილს ნანახმა აჯობა. ვაგონში მყოფი დაახლოებით ოცდაათი ადამიანიდან, სულ ცოტა, ოცდასამი მაინც კითხულობდა  (დანარჩენში, რა თქმა უნდა, ჩვენც შევდიოდით). კითხულობდნენ გაზეთებს, ბროშურებს, წიგნებს. ამის შემხედვარე საბოლოოდ
დავწრმუნდი, რომ კითხვისთვის დროის უქონლობა მხოლოდ ჩვენივე თავის დასამშვიდებლად მოგონილი მორიგი მითია.

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ვიფიქრო, რომ კომპანია ჯეოსელი, სწორედ ასეთი, მკითხველი სოციუმის მშენებლობას უყრის საფუძველს. აქ აღარ ჩამოვთვლი კომპანიის იმ ძველ საქმეებს, რომლებიც ამ მიმართულებით გაკეთდა, რადგან ეს საქმეები უკვე შედეგებში ჩაკარგულა. გასული წლის გაზაფხულზე , სწორედ კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით აღდგა რადიო გადაცემა „წიგნები“, რომლის ავტორმა და წამყვანმა ლევან ბერძენიშვილმა, მშვენივრად იცის როგორც ანტიკურ, ისე თანამედროვე მხატვრულ ნაწარმოებთა სურნელი და გემო. ავტორი გადაცემაში ყოველთვის საინტერესოდ შერჩეულ სტუმართან ერთად საუბრობს. მრავალფეროვანია შერჩეულ ავტორთა გალერეაც: ევრიპიდე და დოჩანაშვილი, ჰომეროსი და ირაკლი ჩარკვიანი და, რათქმა უნდა, ბევრი სხვა; საუბრობენ შერჩეული მწერლის სტილსა და წერის მანერაზე, საზოგადოებაზე მათ სულიერ თუ იდეურ ზეგავლენაზე; საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ავტორის სტრიქონებსა თუ ფრაზების მიღმა იმალება. მოგეხსენებათ, „ ჩვენს ქსელში“ ყოველთვის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, ამიტომ ამ გადაცემის ერთგულ მსმენელს ალბათ არც გაკვირვებია ის სიახლეები, რომლებიც წელს გადაცემის ფორმატში შევიდა. გადაცემის ავტორებმა კარგად უწყიან, რომ მხოლოდ წამყვანისა და სტუმრის დიალოგი, რაგინდ საინტერესოც არ უნდა იყოს, გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მოსაწყენიც გახდეს თუ რამენაირად თავად მკითხველი არ იქნება ამ პროცესში ჩართული. ამიტომ, წლევანდელი სეზონიდან გადაცემის ფორმატში შესული ცვლილებები მსმენელის გააქტიურებასაც ითვალისწინებს.

ამიერიდან გადაცემაში წარმოდგენილი წიგნები ოთხ ჯგუფად კლასიფიცირდება. პირველ ჯგუფში შევა ქართული ლიტერატურა. ამ ნაწილში საუბარი იქნება როგორც კონკრეტულ ავტორზე, ისე ქართულ ლიტერატურულ მიმდინარეობებზე, ტენდენციებზე, პრობლემებზე და ა. შ, რომელთან დაკავშირებითაც გადაცემის ავტორი (მ. ბერძენიშვილი) წაიკითხავს რადიო ლექციას; მეორე ჯგუფში შევა როგორც ძველი, ისე თანამედროვე კლასიკური ნაწარმოებები. აქვე იქნება ინტერაქციაც, რომლის დროსაც ბატონი წამყვანი და მოწვეული სტუმარი უპასუხებენ მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს; მესამე ჯგუფში შევა თანამედროვე პროზა, შესაბამისად, ინტერაქციაც. მეოთხე ნაწილი განსხვავებული იქნება პირველი სამი ნაწილისაგან. აქ საუბარი იქნება ლიტერატურის კავშირზე მხატვრობასთან, მუსიკასთან, კინოსთან. ერთგულ მსმენელს საშუალება ექნება წინასწარ შეიტყოს მომდევნო თვის განსახილველი წიგნების სია, რათა უკეთ მოამზადოს ან სულაც გაიხსენოს ის კითხვები, რომელიც ნაწარმოების კითხვისას გასჩენია.

წინასწრ დაანონსებული წიგნის შესახებ კი მსმენელებს კითხვებს გადაცემის წმაყვანებიც დაუსვამენ. პირველი სწორი პასუხის ავტორი კომპანია ჯეოსელისგან პრიზით დაჯილდოვდება. ვინ იცის, ეგებ ერთ მშვენიერ საღამოს, სწორედ რომელიმე თქვენგანი გახდეს ის, ვინც სასიამოვნოსა და სასარგებლოს კიდევ ერთხელ შეუთავსებს ერთანეთს. მათ კი, ვინც მხატვრულ სამყაროში შესვლას ხუთშაბათს საღამოს გეგმავს, კითხვების მოსამზადებლად დანარჩენ დღეებშიაც მოუწევთ შეჭვრიტინება. იმედია, ზარმაცი მკითხველი ამისთვის მაინც გამონახავს დროს.

კომპანიაში იმისთვისაც იზრუნეს რომ წელს ბათუმში ჩასულ დამსვენებელს პლაჟზე მარტო კაფკა არ ეკითხათ. „იასამნიფერ ქოლგებში“ განთავსდა ღია ბიბლოთეკაც. სავარძელში კომფორტულად მოკალათებულებს საშუალება ეძლეოდათ ზღვაში ჩამავალი მზის ფონზე საყვარელი ნაწარმოების, საყვარელი ადგილები კიდევ ერთხელ გადაგეკითხათ. პირადად მე, უკეთეს დასვენებას ალბათ ვერც ვინატრებდი. წიგნთან მეგობრობა ადამიანებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია.

Комментариев нет:

Отправить комментарий