четверг, 21 октября 2021 г.

პანდემია და შშმ ადამიანები

   რამდენჯერმე უკვე გვქონდა დაუზუსტებელი ინფორმაცია  პანდემიის დასრულებაზე.   და მაინც.. არსებობს რიგი ფაქტორები იმისა, რომ  პანდემია ადრე თუ გვიან დასრულდება. ან იმ სახიფათო და გამანადგურებელ უნარს დაკარგავს, რომელიც მას გასულ წელს ქონდა. ეს კარგი ამბავია როგორც შშმ ადამიანებისთვის, ასევე მთელი სამყაროსთვის. აქამდე

მისვლა კი გაცილებით იოლი იქნება თუკი დაკმაყოფილდება  შშმ ადამიანების უნიკალური საჭიროებების რაღაც ნაწილი მაინც.

 პანდემიისგან ეს ადამიანები  სხვებთან  შედარებით უფრო ძლიერ და არაპროპორციულად დაზარალდნენ.  დაუცველობამ და სამედიცინო რეაგირების შიშმა, ისინი  თითქმის გაანადგურა. დამატებითი სირთულეები, რომლებსაც ისინი საკუთარი თავის  დაცვისას აწყდებიან  პრაქტიკულად ხელს უშლიდათ. სხვების მსგავსად ერთწლიანმა იზოლაციამ და სტრესმა გავლენა იქონია მათ სოციალურ გეგმებზეც.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც ა.წ. თებერვალში გამოქვეყნდა, ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ყოველი 10 გარდაცვლილიდან  6 შშმ ადამიანია.ზუსტი მონაცემების მოპოვება  რთულია იმაზე, თუ როგორ შეეხო პანდემია შშმ ადამიანებს  ამერიკაში. იმ ინფორმაციით, რომელსაც  სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ, მტკიცდება, რომ შშმ თემი სხვა თემთან შედარებით  უფრო საგრძობლად  დაზარალდა.  პანდემიამ ისინი სხვადასხვანაირად დააზარალა, ამიტომ,მის დასასრულებლად საჭირო იქნება  განსხვავებული მიდგომები. აი, ის სამი ძირითადი ხერხი, რომელსაც შეუძლია პანდემიის უკანასკნელი თვეების შემსუბუქება.

 

1 ვაქცინის ნამდვილი ხელმისაწვდომობა

დეკემბერში, როდესაც გაცხადდა ვაქცინის ეფექტურობა და მასზე მოთხოვნაც ნორმირებულ გახლდათ  შშმ ადამიანები ამბობდნენ, რომ პირველ რიგში  უნდა აეცრათ. ბევრ შტატში,  მაღალი რისკებისა და სირთულეების გამო ამ ადამიანების ვაქცინაცია საკმაოდ დიდხანს შეფერხებული იყო. მაგ.კალიფორნიაში პრიორიტეტულად ასაცრელი ადამიანების კატეგორია ხშირად იცვლებოდა. პირველად ქრონიკულ დაავადებების მქონე ადამიანებზე კეთდებოდა აქცენტი, შემდეგ მკაცრად განისაზღვრა ასაკობრივი კატეგორია. ბოლოს კი პრიორიტეტი გაკეთდა მხოლოდ ზოგიერთ შეზღუდვის მქონე ადამიანებზე. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე კვირაში.  ახლა შშმ ადამიანების უმრავლესობამ მოიპოვა პროცესში მონაწილეობის უფლება, მაგრამ მაინც რჩება ბევრი  შტატი, რომელშიც არ ჩქარობენ შეზღუდულ შესაძლებლობებში რისკ- ფაქტორის დანახვას. ზოგ შტატში შშმ ადამიანები დღესაც ვერ მონაწილეობენ ვაქცინაციის პროცესში, ზოგან კი მაღალი რისკის მქონე შშმ ადამიანებს ვაქცინაზე ხელი არ მიუწვდებათ იქამდე, სანამ  საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდება.

 რა თქმა უნდა მონაწილეობის უფლება ხელმისაწვდომობის  მხოლოდ ნაწილია. ვაქცინაციის  სისტემას სჭირდება ფოტოების   ხელმისაწვდომობაც.იქიდან გამომდინარე,  რომ  ონლაინ კეთდება, ბევრ ასაკოვან და შშმ ადამიანს პრობლემა ექმნება ექიმთან   ჩაწერაზეც,. ზოგ შშმპ-სთვის ონლაინ -წინადადება ინსტიქტურად კეთდება, ზოგისთვის კი ეს დაბკოლებაა. პრაქტიკაში ცუდად მოსახმარმა  და უსისტემოდ გაკეთებულმა  ვითომ ხელმისაწვდომმა საიტმა შშმ ადამიანებს ახალი იმედგაცრუება და შფოთი დაუმატა. ეს ინსრუმენტი უნდა გამოსწორდეს, უნდა გამოსწორდეს და  უფრო ღია გახდეს პირადი „ანალოგიებიც“ რათა ვაქცინაციის პროცესი ახლოს მაინც მივიდეს ნამდვილ ხელმისაწვდომლობასთან.

მისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის პუნქტებში.ინფორმაცია ნებისმიერი მიმართულების ტრანსპორტზე და მის მისაწვდომობაზე ყოველთვის უნდა იყოს ზუსტი.  არ არის საკმარისი  ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ადგილების შესახებ,სადაც ამ ადამიანებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. საიტები გადაადგილების მაშრუტით, იდეალურია იმათთვის, ვინც მანქანით გადაადგილდება. ეს საიტები მოსახერხებელია იმისთვისაც, რომ პირი უსაფრთხოდ და ურიგოდ მოვიდეს უცნობ შენობასთან. მაგრამ ასე კონფორტულად მგზავრობის საშუალება  ადამიანების უმეტესობას არ აქვს. სახლთან ახლოს სასეირნო ადგილები საუკეთესოა მათთვის, ვისა მანქანა არ ყავს. ასეთი ადგილები შეიძლება ნამდვილ განსააცდელად და თავის შეკავების მიზეზად იქცეს ეტლით მოსაგებლე ადამიანებისთვის.  ასევე მოუხერხებელია მათთვის, ვისაც დიდ მანძილზე გადაადგილება ან რიგში დგომა არ შეუძლია.

კოვიდით დაავადების დიდი რისკის ქვეშ მყოფი მძიმე შეზღუდვის მქონე ადამიანებს,  რომლებსაც ვაქნინაციიდან სხვა ადამიანებზე მეტი  საგებლის მიღება შეუძლიათ, ჩვეულებრივ რამეშიც დიდ ბარიერებს აწყდებიან. ეს შეიძლება იყოს ისეთი ლოგიკური რამ, როგორიცაა ვაქცინის  შენახვა და მისი სწორად გამოყენება, ადრე  თუ გვიან დადგება შინ ვაქინაციის საკითხიც. ეს რთული და ძნელი საორგანიზაციო იქნება.

შშმ ა იმ უმრავლესობას, რომელსაც არ შეუძლია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ასე თუ ისე კონტაქტი აქვს სამედიცინო ან სოციალური სამსახურის წარმადგენლებთან. სწორედ მათ ხელეწიფებათ ვაქცინაციისადმი  ინდივიდუალური  მიდგომის უზრუნველყოფა.

 

გვაჩვენეთ კარგი ხელმძღვანელობა და მოგვეეცით  თავისუფლად მოქმედების საშუალება.

 

 ადამიანთა მსგავსად შშმ ადამიანებსაც სჭირდებათ მკაფიო ინფორმაცია ვაქცცინაციის უსაფრთხოებაზე და მის შემდგომ პროცესებზე.

კონკრეტულად  ამა თუ იმ შეზღუდვისა და ქრონიკული დაავადების შესახებ რომელია უსაფრთხო და რომელი საფრთხის შეცველი? მას შემდეგ რაც გამოვენ იზოლაციიდან და გადადებულ საქმეებს მიუბრუნდებიან რა შესაძლებლობა უნდა  გამოვიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება დაიცვან?  ამ დროისთვის არსებული ყველაზე კარგი და ზუსტი ინფორმაცია ბუნდოვანია. შესაძლებელია მათ არ იციან როგორ იმუშავებს ეს ვაქცინები და  როგორ შეიძლება განვითარდეს კოვიდი. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში უფრო მეტს გაიგებენ,ამ ზუსტი და მიზანიმართული იფორმაციით ისარგებლებენ სხვებიც. ამ სახის ინფორაცია სჭირდებათ სამედიცინო სფეროსაა და სერვისის მიმწოდებელსაც, რათა შშმ ადამიანებს  ინდივიდუალურ საჭიროებებს  უპასუხონ.

 განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებს გასულ წელს ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მართალია  იზოლაცია და საქმიანობისა შეზღუდვა ყველას მოუწია, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ისედაც მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდნენ, იქნება ეს ხანდაზმულთა  სახლი თუ  სხვა რამ,  ინდივიდუალური არჩევანის გაკეთება და ფიზიკური თავისუფლება კიდევ უფრო შეეზღუდათ. ისინი ძნელად იგებდნენ პანდემიისგან გამოწვეულ შეზღუდვებს. ასეთ სიტუაციაში მათ განსაკუთრებულად უჭირთ სწორი , დამცავი წესების გაგება და მათი პრაქტიკული აღსრულება ვიდრე იმათ ემსახურება მათ კი.რაც უფრო მეტი   ვაქცინირებული ბენეფიციარი ეყოლებათ, შშმა  საქმეების სააგენტოს დაცვასა და დამოუკიდებლობას შორის ბალანსის პოვნაზე  უფრო მეტი ფიქრი მოუწევს.  ხელმიაწვდომი ინფორმაციის თანახმად ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანებისთვის იგი უნდა იყოს კონკრეტული და პრიორიტეტების მიხედვით განაწილებული.

 ამასთან , იმ პირებმა რომლებიც ქვეყანაში შშ პოლიტიკას განსაზღვრავენ უნდა დაიწყონ  კოლექტიური მოვლის  უარყოფის გრძელვადიანი  მეთოდების  ძიება. რათა მომავალში პანდემიის აფეთქების დროს ნაკლები სიკვდილიანობა იყოს. კოვიდით სიკვდილიანობის საკმაოდ დიდ პროცენტი სწორედ იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც კოლექტიური ზრუნვის ქვეშ ცხოვრობენ.  მსხვერპლის თავიდან აცილება  შეიძლებოდა ნაკლები ჩაკეტვით და   ნაკლები გადატვირთულობით.

წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ ამ ასწლეულში ეს არ იქნება ბოლო პანდემია. ის რაღაც ფორმით გარვეული დრო მაინც გაგრძელდება. პანდემიის ცოტა ხნით მიძინების დროს არ უნდა შევწვიტოთ კოლექტიური მოვლის მოდელისადმი კრიტიკულად ყურება.ყოველ შემთხვევაში მეტი თანხები ჩაიდოს შინ მოვლის დეცენტრალიზებულ პროგრამებში.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის კიზისის დროს  ასეთი მიდგომა  თავისი არსით ნაკლები საფრთხის შემცველია.

  ზოგიერთ შეზღუდვის თუ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს სამედიცინო მიზეზის გამო პანდემიამდეც უწევდა ინექციისადმი სიფრთხილის გამოჩენა. ზოგი კი  ჯერ კიდევ კოვიდამდე დიდი ხნით ადრე ფსიქოლოგიურად ებრძოდნენ  ინექციისადმი   არსებულ შიშს-უცებ პანდემიამ ეს საფრთხე რაციონალური  და „ნორმალური“ გახადა. ჩვენ, ყველამ შევიცვალეთ წაროდგენები რისკებზე და თავშეკავებაზე. შევცვალეთ ჩვევებიც.  შშმ ადამიანები აცხადებენ რომ იბრძოლებენ იმისთვის, რომ  საკუთარი თავისა და საზოგადოების დაცვის ნორმლურ ბალანს  დაუბრუნდენ.ისინი იბრძოლებნ გადაჭარბებული და დამქანცველი შიშის წინააღმდეგ მას  შემდეგაც,რაც ის რეალურად საჭირო აღარ იქნება. 

 მანანდე კი სანამ ამ ყველაფერს გაცნობიერებენ,  მათ  სჭირდებათ მეგობებისა და ნათესავების მხრიდან მოთმინება: თუ კი ჯერ მზად არ არიან ჩაგეხუტონ, თქვენთან ერთად ისადილონ რესტორანში, ისიამოვნონ ოჯახური სადილით. გაღიზიანების და დაცინვის გარეშე შეხედეთ მათ ნიღბებსაც რომელსაც ჯერ კიდევ იყენებენ.


გამოსაჯანმრთელებლად  მოგვეცით სივრცე


 და ბოლოს იმათ მიმართ, ვინც სახლიდან მუშაობას კარგად  გაართვა თავი, სამუშაო ადგილზე დაბრუნებისას  საჭიროა ადმისტრაციამ გამოიჩინოს მოქნილობა. ონლაინ მუშაობით  ყველა შშმ ადამიანმა როდი ნახა სარგებელი, ბევრი მათგანი სხვადასხვა სფეროში გაყიდვებით ან  პირისპირ მომსახურებით არის დაკავებული,ინტერნეტით კი ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.უმეტესობამ ქსელის  მეშვეობით მოიპოვა თავისუფლების სხვა საფეხური და პროდუქტიულობაც გაზარდა. მათ შეიძლება დააკლდეთ უშუალო ურთიერთობები და ონლაინ კონფერენციებმა გადაღალა კიდეც. შშმ ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვდნენ სახლიდან დასაქმებას, ახლა დავინახეთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. ზოგიერთმა ახალი სამსახური.ახალი სასწავლებელი და ახალი სოციალური შესაძლელობაც  კი აღმოაჩინა.

ახლა როცა ადამიანების უმეტესობა უბრუნდება სამუშაო თუ სასწავლებელ ადგილებს. საჭიროა ზოგიერთმა შშმ ადამიანმა გააგრძელოს სახლიდან მუშაობა ან სწავლა. ყოვეელ შემთხვევაში დროებით მაინც. ამ ყველაფრის ასე გაგრძელება დამოკიდებულია შშმ ადამიანის  სურვილზე და საქმიანობის ტიპზე. ასეთი მოქნილობა გაადვილებს „ნორმალურ“ რეჟიმში დაბრუნებას და შშმ ადამიანს საშუალებას მისცემს ეს  ნორმალური იმაზე უკეთესი გახადოს, ვიდრე პანდემიამდე იყო.

ვაქცინების ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილების მისაღებად კარგი ორგანიზება და მოთმინება დაეხმარება შშმ ადამიანებს პანდემიის დამამთავრებელი ეტაპის გადალახვაში.

 

და კიდევ ერთი:  ხელახალი აფეთქება არ უნდა დაუშვათ.

ყველაფერი ის, რაც პანდემიის დროს ყველასთვის ცუდია, უარესია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ნუ ავყვებით ცდუნება, რომ Covid-19 ამოვიღოთ  თავიდან და ჩვევებიდან. თუ ამ დროს  შეინარჩუნებთ  თავსაც და ტემპსაც, დასასრული მართლაც დადგება. .   
 

 


 

 

 

https://www.forbes.com/sites/andrewpulrang/2021/03/31/3-ways-to-help-disabled-people-through-the-end-of-the-pandemic/?sh=6faa48302dcc

Комментариев нет:

Отправить комментарий