რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ 47 ქრომოსომა მქონია და ამიტომ არ ვგავარ ჩემს ძმას, რომელსაც ჩემი მშობლები დღისით, მზისით ეზოში ჩასვლის უფლებას აძლევენ.
მე პატარა სახლში ვცხოვრობ, რომელსაც დაბალი ჭერი აქვს, კედლები-უბრალოდ თეთრი.
ჩემი სახლის ფანჯრებიდან ჩანს ნაძვი და ერთიც ჩვეულებრივი ხე, ისეთი ხე, როგორიც ალბათ ძალიან ბევრია ამ ქალაქში.
მე ფანჯარასთან მიყვარს ჯდომა. ფანჯრიდან ჩანან ჩემი მეზობლები:
პატარა გოგო-წითელი ჩანთით
ქალი-ყავისფერი ძაღლით;
კაცი-ვერცხლისფერი მანქანით;
და რა სასწაულია; დღისით, მზისით მათ შეუძლიათ ეზოში ჩასვლა
ჩემი ფანჯრიდან მეზობლის სარეცხიც ჩანს.-ჭრელი კაბები.
მიყვარს როცა მზე ჩასვლას იწყებს. როცა ღამდება........
მოდის მამა.. უხმოდ მაცმევს ფეხზე, უხმოდ მკიდებს ხელს, უხმოდ აღებს კარს, დედას
ანიშნებს, გარეთ გამყავსო და ჩვენ მივდივართ იქ სადაც ღამეა...
სადაც მეზობლები ვერ დაინახავენ ჩემს წვრილ თვალებს..
პატარა ცხვირს
მოკლე თითებს
ნაკეცებს კისერზე
ათრეულ ფეხს,
ღამეს შეუძლია დამმალოს მე.
ღამეს გაურიგდნენ ჩემი მშობლები. ღამე არასოდეს იტყვის, რომ მე თურმე 47 ქრომოსომა მაქვს და ამიტომ არ ვგავარ ჩემს ძმას, რომელიც დღისით, მზისით ქუჩაში დადის...
ეხლა ღამეა. ვზივარ ეზოში მამასთან ერთად.
ჩემი ფანჯრიდან შუქი გამოდის. დედა ალბათ აუთოვებს. მეზობლებს სძინავთ. .

Комментариев нет:
Отправить комментарий