четверг, 5 января 2023 г.

თავისუფლება უშუალობაა

 

თავისუფლება ჩემთვის უშუალობის განცდაა, ამიტომ ოდესღაც ამოკითხული სიტყვებს ჩვენი ცხოვრების პირველი ნახევარი ტექსტია, მეორე ნახევარი კომენტარებიო, ყოველთვის ერთი კითხვა სდევდა თან, ცხოვრების რომელ ნახევარშია თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალი.

  ხანდახან თავისუფლება ცოდნა მგონია. ცოდნა იმისა, სად, როგორ და რისთვის  აკეთო ესა თუ ის რამ, მაგრამ იქვე საპირისპირო მოსაზრება ჩნდება, ჩვილობის, ყრმობის და ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელი უშუალობა უფრო მეტ თავისუფლებას გულისხმობს. დღემდე საკუთარ თავს ვეკითხები, როდის უფრო  მართალი ვიყავი, როცა თავისუფლება სადმე მარტო წასვლა ან მეგობრებთან ერთად დილამდე გართობა მეგონა, თუ ახლა, როცა გარკვეული გამოცდილება და მოვალეობები გაჩნდა. ალბათ თავისუფლებაში ორივე მათგანი მოიაზრება და როგორც გემოვნებაზე ყველაზე მეტს დავობენ, ისე თავისუფლება გულისხმობს სახიფათო საზღვრებს, რომლის იქითაც რაღაც სხვა იწყება.

  ნებას ადამიანი საკუთარ თავს თავად აძლევს. გონება კი ღვთითბოძებული ნიჭია. მათი უფლებრივი განაწილება კი სწორედ ჩვენი თავისუფლების ხარისხის მაჩვენებელია

 ბედნიერება თავისუფლების ძირითადი კომპონენტია, ხოლო სენაკას აზრით „არასოდეს იქნება ბედნიერი ის, ვინც იმის გამო იტანჯება, რომ სხვა მასზე ბედნიერია“. მერე რა რომ  ზოგისთვის ცხოვრება გარკვეულ საზღვებს და ბარიერებს აწესებს, ის მაინც იმდენ ძალას აძლევს, რომ განსაცდელს თავი აარიდოს და მოპოვებულით დატკბეს.მართალია, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ ვგრძობთ, რომ ბევრი რამის შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ გამოცდილება გვკარნახობს რომ იგი ჩვენს სასარგებლოდ უნდა მივმართოთ. გზადაგზა იმ მცდარი წარმოდგენებისაგან უნდა გავთავისუფლდეთ, რომლებიც საზოგადოებაში წლების  მანძილზე გაბატონებული აზრის გამო შეიქნა.

თავისუფლების განცდა მაშინ იქცევა ტკბობად, როცა ის ცხოვრებას

სილაღეს ანიჭებს, სილაღის განცდა კი ძალზედ ძნელია როცა შეზღუდული

შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხელოვნურად ათასგვარ შეზღუდვებს

უწესებს. სწორედ, ამიტომ ვწერდი წინა წერილში, რომ თავისუფლების

უმთავრესი კომპონენტი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

ადამიანებისთვის დამოუკიდებლად არსებობის პირობაა და ის აპრიორი

უნდა არსებობდეს მათ ცხოვრებაში. ამას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება

როგორც უშუალოდ პიროვნების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან.

 

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий