2003 წელს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამინთა მოძრაობაში აქტურად ჩავერთე, გამოგიტყდებით ნათლად არ მქონდა წამოდგენილი რა მეთოდებით დავიცავდი საკუთარ თუ სხვათა უფლებებს. გამიმაართლა. პირველივე პროექტი, რომელშიც ვმონაწილეობდი ( და რომელსაც საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია ახორცილებდა) გახლდათ "მედია და ინვალიდობა".
პროფესიით ფილოლოგსს სხვა რა უნდა მენატრა. მიუხედავად, იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში იყო სხვა პროექტები, მედია მაინც იმ, "ჩემ" სფეროდ რჩებოდა, რომელშიც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ყოველთვის მახარებს ახალი მედია პროექტის გამოჩენა.
სულ ცოტა ხნის წინ, რომ მაკლეინის ასოციაციამ სოციალურ ქსელში, შექმნა ახალი გვერდი "შუქი მოვიდა" გვერდი საზოგადოებას აცნობს კონკრეტულ პიროვნებებს. მშვენიერი წამოწყება, მაგრამ.......
ისტორიების ამოსავალი წერტილია ადამიანთა ის დიაგნოზები, რომლებიც სრულიად გასაგებად წერია სამედიცინო ბარათებში და ეს ხდება მაშინ როდესაც ჩვენში აქტიურად ვცდილობთ სოციალური მოდელი დავამკვიდროთ და ეს ადამიანები დიაგნოზების მიღმა დავანახოთ, მკითხველს ვაწვდით ჯერ დიაგნოზებს (ცერებრალური დამბლა, კუნთების (და არა კუნთრი დისტროფია)) და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობთ პიროვნებას. ეს კი იმის შანსს ზრდის, რომ ეს ადამიანეები საზოგადოებამ კვლავ ვერ გაიცნოს. დიაგნოზების წაკითხვის შემდეგვე "აბა ეს რას შეძლებს"-ს გაფიქრებით ისტორია ბოლომდე არც კი ჩაიკითხოს.. და კიდევ ერთი , როდესაც ზრდასრულ შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ადამიანის პორტრეტი გვინდა შევქმნათ უმჯობესია თვით ამ პირვნების მონათხრობი იქნას გამოყენებული. ინფორმაციის მისაღებად კი უნდა შეირჩეს მისთვის ხელსაყრელი მეთოდები.
ვეცადე ბლოგის ტონი არ ყოფილიყო პრეტენზიული (რამდენად გამოვიდა არ ვიცი). უბრალოდ ეს არის სურვილი იმისა, რომ ანთებული სინათლე ყველამ შენიშნოს.
(1/1) "მე ნათია ვარ, საზოგადოების საკმაოდ აქტიური წევრი. ვმუშაობდი
ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში, შემდეგ ჯეოსელში, ამჟამად ვარ
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის მოწვეული ექსპერტი.
1971 წლის ზაფხულის ღამე, თბილისში კიდევ ერთი გოგონა დაიბადა ჩემი სახით. წლინახევრის ასაკში დამიდგინა ცერებრული დამბლის დიაგნოზი. შოკში ჩავარდნილმა დედამ ექიმს ჰკითხა? „მალე გაუვლის?“. თუმცა პასუხი ყველასათვის ცხადი იყო. პირველი ტრამვა მივიღე, როდესაც ბაღში არ მიმიღეს. 1979 წელს დადგა ჩემი სკოლაში შესვლის საკითხიც, თუმცა მასწავლებელმა უარი განაცხადა ჩემს მიღებაზე და შინ სწავლის პროგრამაში ჩართვა შემოგვთავაზა, რაც მე საშინლად გავაპროტესტე და ჩემს მიზანს მივაღწიე. 1989 წელს ჩავაბარე გამოცდები და გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე? მიხარია რომ ასეთი დღეები მრავლად იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა ის დღე გამახსენდა როდესაც სტუდენტურ გაზეთში ჩემი პირველი სტატია გამოქვეყნდა თბილისში უტრანსპორტობის შესახებ. რაც შეეხება ყველაზე ნეგატიურ დღეს, ეს იყო, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა ლექტორმა მითხრა, რომ მე ვსარგებლობდი ჩემი შეზღუდული შესაძლებლობებით. ფაქტი ერთია როგორც კი გავიფიქრებ, რომ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა და აღიარა განსხვავებულთა უფლებები, მაშინვე ისეთი რამ ხდება, რომ ყველაფერი თავიდან იწყება. დასასრული კი არ ჩანს."

Комментариев нет:
Отправить комментарий