ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღედ 1949 წელს გამოაცხა და. უკვე მომდევნო, 1950 წლიდან ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაა ახალი ომის საფრთხისგან ბავშვთა დასაცავად. საფრთხეებთან დასაპირისპირებლად კი სითბო და ღიმილი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ამიტომაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი მზისა და კარგი განწყობის გარშემო წელს უკვე მერვედ მობილიზდა.. 1 ივნისს ქალაქში გამოსულს შეუძლებელი იყო სადღესასწაულო განწყობა და ბავშობაში დაბრუნების სულვილი არ მოგძალებოდა.
ტრანპორტში ბავშვების სიმრავლმ, მათმა ხალისიანმა ჟრიამულმა და
ნაირფერი ბანერებით აჭრელებულმა ქუჩებმა ის ღონისძიებები გამახსენა, რომლებიც ჩემი ბავშობის მთავარ გასართობ ღონისძიებებს წარმოადგენდა.. .
მახსოვს მამის კისერზე შემომჯდარი, დროშისა და ფერად-ფერადი ბუშტების ფრიალით როგორ ვეგებებოდი საპირველმაისო და საშვიდნოემრო აღლუმების მონაწილე პროლეტარებსა და ჩვენი ქვეყნის სასიქადულო შვილებს. თითქმის არ მახსენდება ბავშვთა დაცვის დღისდმი მიძღვნილი ზეიმები. არ ვიცი მე არ ვიღებდი მონაწილეობას ...
ტრანპორტში ბავშვების სიმრავლმ, მათმა ხალისიანმა ჟრიამულმა და
ნაირფერი ბანერებით აჭრელებულმა ქუჩებმა ის ღონისძიებები გამახსენა, რომლებიც ჩემი ბავშობის მთავარ გასართობ ღონისძიებებს წარმოადგენდა.. .
მახსოვს მამის კისერზე შემომჯდარი, დროშისა და ფერად-ფერადი ბუშტების ფრიალით როგორ ვეგებებოდი საპირველმაისო და საშვიდნოემრო აღლუმების მონაწილე პროლეტარებსა და ჩვენი ქვეყნის სასიქადულო შვილებს. თითქმის არ მახსენდება ბავშვთა დაცვის დღისდმი მიძღვნილი ზეიმები. არ ვიცი მე არ ვიღებდი მონაწილეობას ...
თუ სამთავრობო ინიციატივები იყო უღიმღამო, მაგრამ ის, რაც "მზიურში"
ხდებოდა, ნამდვილად განსხვავდებოდ აქამდე განცდილისგან. არ ვიცი, რომელი როლის შესრულება ანიჭებთ თუ ანიჭებდათ ბავშვებს მეტ სიამოვნებას ბედნიერი ოქტომბრელისა თუ მზის სხივის გამომხსნელი ჯადოსნური არსებისა, მაგრამ სწორედ მათმა გულწრფელობამ რომ შთააგონა ნოდარ დუმბაძეს საქმიანი ქალაქის შუაგულში საბავშო ოაზისის აშენება ამაში დარწმუნებული ვარ.თითქოს, ზურიკელას ცნობილი სიტყვების (მერე ჩვენ გავმრავლდებით...) ასრულება მწერალს სწორედ ამ ადგილიდან უნდა დაეწყო. 2013 წლის 1 ივნისს მზიურში შეკრებილი ბავშვები მზეს განსაკუთრებულად ელოდებოდნენ. ღრუბლებს მოფარებულ მზეს ზოგი სიმღერით, ზოგი საკუთარი ნახატითა თუ თავისივე ხელით დამზადებული სუვენირით, ზოგი ლექსით და ზოგიც უბრალოდ ხალასი ღიმილით ევედრებოდა ამოსვლას.
"მზის ფესივალის" იდეა ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ერთ მშვენიერ, მზიან დღეს "მზიურში"
სეირნობისას გაუჩნდა. "მინდოდა ეს პატარა ქალაქი ერთი დღით მაინც ყოფილიყო ისეთი, როგორიც თავად ნოდარ დუმბაძეს წარმოედგინა". ერთ-ერთ ფორუმზე დაწერილ ამ იდეას ბევრი სითბოს მონატრებული ადამიანი გამოეხმაურა. სურვილმა და ორგანიზაციის უნარმა შესაძლებლობათა ზღუდეები შორ მანძილზე გადასწია. გადაწყდა. ამ დღეს აქ იქნებოდა უამრავი სითბო, უამრავი ჰაერში გაშვებული ბუშტი, ნაირფერად მოხატული სახეები და სცენაზე შესრულებულ ლექსი და სიმღერა. ერთ რამეზე ყველა უსიტყვოდ შეთანხმდა: ამ ჯადოსნურ ქალაქში უფროსების მოგონილი ტერმინები "ინკლუზია"
და "განსხვავებულობა" უბრალოდ არ იარსებებდა. კერძო პირების გარდა, "მზის ფესტვალს" მხარდამჭერი კომპანიებიც მრავლად გამოუჩნდა: ზოგი იმ სცენის გალამაზებას შეეცადა, რომელზედაც ბავშვებს თავი მსახიობებად უნდა წარმოედგინათ, ზოგი საკუთარ ნაწარმს საქველმოქმედო მიზნით სთავაზობდა მყიდველს, ზოგიც იმისთვის, რომ პატარებს ამ ქალაქის ნამდვილ ბატონ-პატრონებად ეგრძნოთ თავი, თავის კომპანიისფერ, იასამნიფერ გვირგვინებს სთავაზობდა. "მზიურში"
ჩასვლისას რთულიად დასაძლევ კიბეებთან მიახლოებულს ქვეცნობიერად მომინდა მზრუნველი ოლღა ბებია შემომგებებოდა ამ აზრს იდეაც მოჰყვა: კარგი იქნებოდა, თუ ზეიმზე ნოდარ დუმბაძის ყველასათვის საყვარელი გმირებიც იტრიალებდნენ, უფრო მეტიც, ისეთი კოსტუმირებული კონკურსებიც ჩატარდებოდა, რომლებიც საუკეთესო ბებიას, ზურიკელას ილიკოსა და ილარიონს გამოავლენდა. ეს მომავალ თაობას კიდევ უფრო დაახლოვებდა მწერლის გმირებთან და მეტ სიხალისესაც შეიტანდა ღონისძიებებში. ამ სტატიის სათაურიც თავად ნოდარ დუმბაძემ მიკარნახა. უბრალოდ გამახსენდა მის საბავშო ლექსებიდან ერთ-ერთის სათაური "ქეთინოს ვედრება მზისადმი". კალენდრის მიხედვით 1 ივნისამდე 6 დღე რჩება. ჩვენში პირველ
ტაშშს კი უშველებელი მანათობელი
ისევ ანასგან ელოდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий