
ვიცაც მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა უშუალოდ ევალებათ. ამ პატარა პიესაში ავტორმა იმ დოკუმენტის ძირითადი პრინციპები ჩაატია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ძირითადი გარანტი გახლავთ. ეს მეთოდი ბანალურ სამეცნიერო დიალოგზე გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა... ბოლოსდაბოლოს ეს პერიოდი ჩვენც დაგვიდგა. ახალი წლის მიწურულს, 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მოახდინა გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის" რატიფიცირება. კონვენცია არ არის მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დეკლარაცია. მას ხშირად "კბილებით დასაცავ" დოკუმენტსაც უწოდებენ. დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ის ძირთადი უფლებები, რომლებითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უნდა სარგებლობდნენ, ქვეყნების მთავრობებს ავალდებულებს მინიმუმამდე დაიყვანონ ის ბარიერები, რომლებიც ამ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციაში ხაზგასმულია ის ვალდებულებები, რომლებიც მთავრობამ უნდა შეასრულოს, სასურველი შედეგი თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გააქტიურების გარეშე მაინც ვერ დადგება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის პოპულარიზება სჭირდება, ჩვენც აქედან დავიწყოთ. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, რაც მეტი ადამიანი გვეყოლება ინფორმირებული, მით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თავი დააღწიოს იზოლაციას და კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოს საკუთარი უფლებები აქედან გამომდინარე შედეგიც უფრო თვალსაჩინო და ეფექტური იქნება. ამის მიღწევა კი მარტივად შეიძლება:
- ვესაუბროთ კონვენციის შესახებ ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს თანამშრომლებს და უწყების ხელმძღვანელებს. წავახალისოთ წაიკითხონ კონვენცია.
- ვებ. სივრცეში შევქმნათ კონვენციის სრულ ტექსტზე გადასასვლელი ღილაკი.
- გამოვცეთ ბიულეტენები და დავწეროთ სტატიები კონვენციაზე.
- გამოვიყენოთ სააგიტაციო ფურცლები.
- იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ხელმისაწვდომლობაზე მუშაობენ ან დამოუკიდებელი ცხოვრების პროპაგანდას ეწევიან, ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას სთხოვონ ორატორის გამოგზავნა, რომელიც თანამშრომლებს კონვენციაზე ესაუბრება. შეუძლიათესთვითონაცგააკეთონ.
რაცშეეხებაკონვენციისიმსახელმწიფოსტრუქტურებამდემიტანას, ვისაცმათიაღსრულებაევალებათ.აუცილებელიაგაირკვეს:
- რამდენად ფლობენ სახელმწიფო უწყებები (საბვშვობაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვ.) ინფორმაციას კონვენციის შესახებ
- ჩაუტარდათ თუ არა უწყებათა თანამშრომლებს კონვენციის სწავლება და რა ფორმით.
- რეალურად როგორა ის ეხება კონვენციის მხარდაჭერა მათ სამუშაო გეგმებსა თუ პრაქტიკულ საქმიანობაში. თუ, უწყებას გათვითცნობიერებული აქვს კონვენცის მნიშვნელობა, მათ უნდა გააჩნდეთ კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიცავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს.
დელეკატურად შევახსენეთ მათ, რომ ეს მათი საზოგადოებრივი მოვალეობაა და არა მორიგი ქველმოქმედება. იმედი მაქვს, მოარული ფრაზა– "ჩვენ, ქართელები შემოქმედი ხალხი ვართ!" ჩვენში, სულ ცოტახნისწინ რატიფიცირებული დოკუმენტის პოპულარიზაციასაც მოიაზრებს და ამ თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშებითაც გაგვანებივრებს. . . წერის პროცესში იდეაც გაჩნდა. პირველები კი თქვენ შეიტყობთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий