რამდენიმე წლის წინ, როდესაც რუსეთში მოღვაწე ესპანელი მწერლის რუბენ გალიეგოს ცნობილ რომანს "შავით თეთრზე" გავეცანი,(მთარგმნელი ნინო ბექიშვილი) პირველი ემოცია იყო სიმძიმე. მიუხედავად იმისა, რომ რომანში მოთხრობილი ამბების აქტუალურობაც მესმოდა და თემის სიმძიმესაც მთელი არსებით ვგრძნობდი, როგორც ერთ–ერთ რიგით მკითხველს, ეს სიმძიმე მაინც ხელს მიშლიდა სათანადოდ შემეფასებინა ნაწარმოები და სრულყოფილად განმეცადა ხელოვნების ძირითადი აზრი–კათარზისი. ...
ალბათ სწორედ ამის გამო იყო, ის, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ეკატერინე ტოგონიძის რომანის "Aსინქრონის" პრეზენტაციიდან სახლამდე მიმავალს თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა:
რამდენად შეძლებდა ავტორი "სხვა თარგზე" აჭრილი ადამიანების იმ სევდისა და სიხარულების ჩემამდე მოტანას, რო მელსაც უბრალოდ ცხოვრებას ვეძახით. ზუსტად მახსოვს,რომ გემრიელი სადილის მოლოდინში, რომანის მთავარ გმირებთან ერთად მეც მოუთმენლად ველოდი ბებიის პენსიის დღეს, მეც ხარბად შევექცეოდი ზაზას მოტანილ შოკოლადის ფილას. ვისრუტავდი ბებიას გამომცხვარი ნამცხვრის სუნს, ნათლად ვხედავდი ლინას თვალებში გაჩენილ ყაყაჩოებსაც; მეც მათთან ერთად ველოდი იმ ხის აყვავებას, რომლის ერთი მხარეც ვაშლს ისხამდა, მეორე კი ატამს. ამ განსხვა ვებული ხის არსებობაში სამყარო უჩვეულოს ვერაფერს ხედავდა, მეტიც ,მის ხელოვნურ არსებობას გამართლებასაც უძებნიდა–დამყნობილიაო, სამაგიეროდ უარს ამბობდა იმ ადამიანების მიღებაზე,რომლებსაც ბუნებისგან ნაბოძარი,მაგრამ მათგან განსხვავებული სხეული ჰქონდათ.ნიშანდობლივია,რომ, მათი მიუღებლობა საკუთარი ოჯახიდან იწყება: "დედა ისე მოკვდა არ ვუნახივართ, მამას ურჩევნია არ ვიყოთ", ბებია მათივე "კეთილდღეობისათვის" ემიჯნება სამყაროს. ლინასა და დიანას იგი ხან თეთრხალათიანი ექიმებით აშინებს: " დაიძინეთ თორემ ექიმები მოვლენ,გაჩუმდით თორემ ექიმები წაგიყვა– ნენ"–ო! ხანაც მათთვის ნაჩუქარი მუშამბის ფერადი ჩანთის სარგებლიანობაში შეაქვს ეჭვი: "ზაზამ ჩანთა მოგვიტანა, ბებიაჩემმა ჩაილაპარაკა, ამათ ეს რად უნდათო. . . მუშამბისაა ფერადი". მართალია, ბებია სამყაროს "იქეთურად" და "აქეთურად" ყოფს, მაგრამ მათ შორის სარკმელსაც თავად ჭრის: ასწავლის წერა–კითხვას, გარედან მოაქვს სურათებიანი ჟურნალები, რომლიდანაც ამოჭრილი სურათებით გოგონები ცხოვრებას აკოწიწებენ. ამ ჩაკეტილ სამყაროში თავისუფლებას რომანის მთავარი გმირები ხან წყლით სავსე ტაშტის ფსკერზე, ხანაც დღიურებში ეძებენ "კიდევ კარგი დღიური მაქვს! ეს იქნება ადგილი, რომელიც მხოლოდ ჩემია. . . აქ არავინ შემავიწროვებს, არ ჩამეჩრება. . . ვერავინ ვერაფერს დამიშლის, ვერ დამიშავებს" თუმცა საკუთარ ადგილს ვერც მშობლიურ ენაში პოვლობენ: "ახლა დავფიქრდი ორი გული ორგულობაა, ორი პირი–ორპირობა. რა საშინელი სიტყვებია!? სხვა ენაბში როგორაა ნეტავ? ჩვენ სხვა ენა არ ვიცით. ქართულში არ მომწონს, რა საშინელებაა.. ორი სული ორსულობაა. რატომ არაა ჩვენი ადგილი არსად, არც ენაში" სიმბოლურია ისიც, რომ რაღაც დიდი სტიქიისმაგვარი მოვლენა ხდება საჭირო, რათა ეს ჩაკეტილი სივცე გაირღვეს. ღვარცოფს გადარჩენილი გოგონები ჯერ იმ თეთრხალათიანი ხალხის გარემოცვაში ხვდებიან, რომლითაც ბებია აშინებდა და, რომლებიც არავინ იცის რისთვის და რატომ აკვირდებიან მათ ანალი– ზებს, "კულაგრამას" და რენტგენს, მერე ცირკში. ოღონდ არა გოგონების გასართობად, არამედ შავ–თეთრად შეღებილები, ერთი სახელით მონათლულები– "დვოიკა"– სხვის გამრთობებად. სახლისგან განსხვავებით ცირკის შენობას არც სარკმელი აქვს და არც გასასვლელი. აქ არც ის ადამიანი მოდის, რომელიც გოგონებს გარე სამყაროსთან დააკავშირებს (ნათესავი ზაზა, ბებია). მართალია, ლანამ და დიანამ სხვა სივრცეში გადაინაცვლეს, მაგრამ ბებიის მიერ მა გიდის ფეხზე გამობმულთათვის მხოლოდ ქამრის სიგრძე შეიცვალა. სიმბოლურად მეჩვენება ის ფაქტიც, რომ ლინას სიყვარულს ილუზიუნისტი აჩენს, ადამიანი,რომლის ქმედებებშიც ჩვეულებრივი მოკვდავი ძნელად არ ჩევს მართალ–ტყუილს (აკი, ვერც ლანამ შეძლო მისი ამოცნობა). საზოგადოების მიერ განსხვავებულობის მიუღებლობა ნაწარმოების ბოლოს იმ წამლების აბებად იქცევა, რომლებიც გოგონების სიკვდილის მიზეზი ხდება. საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას დრო და კეთილი ნება სჭირდება ისეთი დრო, ადამიანთა სიცივეს ისევ ადამიანი რომ გაათბობს–" როსტო მმა ელენე ბოლოს ზოოპარკში ნახა. ქარიანი დღე იყო უჟმური", გაზაფხულზე "მარჯვენა მხარეს თეთრად აუფეთქდა ვაშლის კვირტები. იმდენი ყვავილი გა– მოისხა, რომ მთლიანად დაფარა ატმის შიშველი, ნახევრადგამხმარი ტოტებიც". როგორც ნაწარმების ავტორმა წიგნის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომანის პროტოტიპები ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები ქართულ გარემოში ვითარდე ბა. იმ შეუწყნარებელ საზოგადოებაში, რომელსაც უჭირს განსხვავებულის მიღება და სადაც ეს განსხვავებულობა შესაძლოა საცირკო სანახაობადაც კი იქცეს. პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა ისიც აღნიშნეს, რომ თანამედროვე ქართულ მწელობაში შეზღუდული შესალებლობების მქონე (განსხვავებული) ადამიანები არ არიან წამოდგენილნი. პირადად მე ორი შესანიშნავი მოთხრობა მეგულება: დათო ტურაშვილის "ძალიან ლამაზი, ლამაზი გოგო" და მარიანა ნანობაშვილის "მესიჯი არსაით". ოდესმე იმათზეც ვისაუბროთ. "ჩემს ქსელში"–ჯეოსელში ხუთშაბათობით წიგნებზეც საუბრობენ, თუმცა განცდილი სიამოვნების გაზიარებაში დღეს რა ხელი აქვს. . . მინდა აღვნიშნო რომ, ეკატერინე ტოგონიძის”Aსინქრონი ” არა მხოლოდ თემის აქტუალიზაციით გამოირჩევა არამედ დამოუკიდებელი მხატვრული სრულყოფილებითაც,რაც , მთავარი გმირების მარტივ სასაუბროენას გულისხმობს და ავტორისაგან ბეწვის ხიდზე სიარულს მოითხოვს.ძალიან ტევადია სათაურიც და საერთოდ კარგი ტანდემია გემოვნებიანი ავტორისა და გამომცემლისა. კიდევ ერთ საგულისხმო საკითხზე გავამახვილებდი მკითხველის ყურადღებას.–ავტორი ტყუპ დებთან მიმართებაში ხმარობს სიტყვა „განსხვავებულს“,რაც ნათლად მიგვანიშნებს იმაზე,რომ ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული მოუქნელი ტერმინი–შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ,რომელსაც ხშირად, შშმპ –დ მოიხსენიებენ აშკარა ესთეტიზაციას მოითხოვს,მითუმეტეს ,რომ ავტორისეული ეს სიტყვა ჩვენში დამკვიდრებული ტერმინის შემოღებამდე „ინვალიდის“ ერთ ერთ ალტერნატივად განიხილებოდა და რიგ ქვეყნებში დამკვიდრდა კიდეც.
Комментариев нет:
Отправить комментарий